პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, დიაგნოზი სერიოზულია - გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის შესახებ

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა, მას 87%-იანი დამწვრობა და ბაროტრავმა აქვს. ექიმ გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ის კვლავ დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ამ წუთისთვის, მდგომარეობა უცვლელია. ვინარჩუნებთ სტაბილურობას, მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, თუმცა დიაგნოზი, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულია.

მას აღენიშნება 87%-იანი, მასშტაბური დამწვრობა - არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რომელიც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიექიმის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს, სხეულის 87 % -ი აქვს დამწვარი, მდგომარეობა მძიმეა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგუგა ქაშიბაძე - კლინიკაში შემოყვანილია 31 წლის მამაკაცი, სხეულის 87%-ის თერმული დამწვრობით, დაზიანებულია სასუნთქი გზებიც - პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
  3. რუსთავი 2სამთავრობოდამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში - გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე
  4. TV პირველიოპოზიციურიროგორია 31 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომლის სახლშიც სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა - ბოლო ცნობები
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგუგა ქაშიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  6. TV პირველიოპოზიციურიაფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება - ქაშიბაძე
  7. ალიაოპოზიციურიაფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაციწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები