პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში - გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა სერიოზულია — დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, მას სხეულის 87%-ის დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.

დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში - გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე
რუსთავი 2

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა სერიოზულია, მას სხეულის 87%-ის დამწვრობა აღენიშნება.

როგორც ქაშიბაძე აღნიშნავს, სრული სხეულის დამწვრობის გარდა, ახალგაზრდა კაცს სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული.

"სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად, ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. აღენიშნება მთელი სხეულის დამწვრობა, დაახლოებით 87%. ამას ემატება ზემო სასუნთქი, თერმულ-ინჰალაციური გზების დაზიანება და ბაროტრავმა.

დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, ძალიან საშიში დიაგნოზი აქვს. მიმდინარეობს საგანგებო მკურნალობა", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიექიმის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს, სხეულის 87 % -ი აქვს დამწვარი, მდგომარეობა მძიმეა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგუგა ქაშიბაძე - კლინიკაში შემოყვანილია 31 წლის მამაკაცი, სხეულის 87%-ის თერმული დამწვრობით, დაზიანებულია სასუნთქი გზებიც - პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
  3. TV პირველიოპოზიციურიროგორია 31 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომლის სახლშიც სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა - ბოლო ცნობები
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგუგა ქაშიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  5. TV პირველიოპოზიციურიაფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება - ქაშიბაძე
  6. ალიაოპოზიციურიაფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  7. რუსთავი 2სამთავრობოარა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, დიაგნოზი სერიოზულია - გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის შესახებ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაციწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები