როგორია 31 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომლის სახლშიც სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა - ბოლო ცნობები
ფონიჭალაში სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილ 31 წლის კაცს თითქმის მთელი სხეული დამწვარი აქვს და სასუნთქ აპარატზე იმყოფება. გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სიცოცხლის საფრთხე გადავლილი არ არის.
დამწვრობით ცენტრში აცხადებენ, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი 31 წლის კაცს თითქმის მთეული სხეული დამწავრი აქვს.
დამწვრობით ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული დიაგნოზის ფონზე ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის საფრთხე გადავლილი ჯერ კიდევ არაა.
ქაშიბაძე "ტვ პირველთან" საუბრისას ამბობს, რომ 31 წლის კაცს აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა (სასუნთქი გზების დამწვრობა) და ბაროტრავმა (წნევის მკვეთრი ცვლილებით გამოწვეული ქსოვილების დაზიანება)
მისი თქმით, პაციენტი ახლა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ჩვენი მწარე გამოცდილებით, იმ პირს, ვისაც თერმული დაზიანება აღენიშნება ხოლმე, ყველაზე ახლოს არის ამ აფეთქებასთან, ამ დროისთვის ერთადერთი დამწვრობითი ჭრილობები აღენიშნება მხოლოდ 31 წლის მამაკაცს.
მას თითქმის მთელი სხეული აქვს დამწვარი, იმყოფება დამწვრობით შოკში, ამ დროისთვის მდგომარეობა არის სტაბილური, მიუხედავად ამ საკმაოდ სერიოზული დაზიანებისა.
სამწუხაროდ საფრთხე გადავლილი არ არის, მას საკმაოდ სერიოზული, საშიში დიაგნოზი აღენიშნება, გარდა დამწვრობისა, სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა. ის იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ასე რომ საკმაოდ სერიოზული გამოცდის წინაშეა, როგორც თვითონ, ასევე მედპერსონალი" - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია 3 პირი, ნანგრევებში ეძებენ კიდევ სამ ადამიანს. ერთი, 3 წლის თაია კი 8 საათიანი ძებნა-შველის ოპერაციის შემდეგ უვნებელი ამოიყვანეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაექიმის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს, სხეულის 87 % -ი აქვს დამწვარი, მდგომარეობა მძიმეა
გუგა ქაშიბაძე - კლინიკაში შემოყვანილია 31 წლის მამაკაცი, სხეულის 87%-ის თერმული დამწვრობით, დაზიანებულია სასუნთქი გზებიც - პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში - გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე
გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება - ქაშიბაძე
აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, დიაგნოზი სერიოზულია - გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის შესახებ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…