პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა უმძიმესია — მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს და რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ალია

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის მდგომარეობა უმძიმესია.

მისივე თქმით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია, მართვით სუნთქვაზე, აღენიშნება როგორც სასუნთქი გზების დაზიანება, ასევე ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. მდგომარეობა უმძიმესია, საკმაოდ სერიოზული,- ამბობს ქაშიბაძე.

როგორც გუშინ გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, 31 წლის კაცს აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87 % -ი , ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა.

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი – დაშავდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიექიმის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს, სხეულის 87 % -ი აქვს დამწვარი, მდგომარეობა მძიმეა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგუგა ქაშიბაძე - კლინიკაში შემოყვანილია 31 წლის მამაკაცი, სხეულის 87%-ის თერმული დამწვრობით, დაზიანებულია სასუნთქი გზებიც - პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
  3. რუსთავი 2სამთავრობოდამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში - გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე
  4. TV პირველიოპოზიციურიროგორია 31 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომლის სახლშიც სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა - ბოლო ცნობები
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგუგა ქაშიბაძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  6. TV პირველიოპოზიციურიაფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება - ქაშიბაძე
  7. რუსთავი 2სამთავრობოარა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, დიაგნოზი სერიოზულია - გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის შესახებ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქვემო ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილი ბავშვების მდგომარეობა უმჯობესდება - 31 წლის მამაკაცი კვლავ რეანიმაციაშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები