პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გუგა ქაშიბაძე - კლინიკაში შემოყვანილია 31 წლის მამაკაცი, სხეულის 87%-ის თერმული დამწვრობით, დაზიანებულია სასუნთქი გზებიც - პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ტვ პირველი

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი კლინიკაში სხეულის 87%-ის დამწვრობითა და სასუნთქი გზების დაზიანებით რეანიმაციაშია მოთავსებული, განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

გუგა ქაშიბაძე - კლინიკაში შემოყვანილია 31 წლის მამაკაცი, სხეულის 87%-ის თერმული დამწვრობით, დაზიანებულია სასუნთქი გზებიც - პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
ინტერპრესნიუსი

ფონიჭალიდან, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, ჩვენს კლინიკაში დამწვრობით შემოსულია ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87 %-ის თერმული დამწვრობა. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„დაახლოებით ერთი საათის წინ შემოსულია ჩვენს კლინიკაში დამწვრობით, ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87 %-ის, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა, სავარაუდოდ, ეს დაზიანებები მან მიიღო გაზის აფეთქების შედეგად. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული დიაგნოზია“, - აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე „ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებენ, აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის, მათ შორის 3 მცირეწლოვანის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიექიმის ინფორმაციით, კაცს, რომელიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს, სხეულის 87 % -ი აქვს დამწვარი, მდგომარეობა მძიმეა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები