პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განაცხადა ინგოროყვას კლინიკის დირექტორმა კახაბერ ჭელიძემ.

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
პირველი არხი

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის ორი პაციენტი იმყოფება, 11 წლის ბიჭი და სამი წლისა და ცხრა თვის გოგონა.

მისივე ინფორმაციით, ორივე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტებს უტარდებათ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.

„ერთადერთი, რაც დღეს ამ პაციენტების მართვის პროცესს დაემატება, ფსიქოლოგიური დახმარებაა. რაც შეეხება გაწერის საკითხს, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია. როდესაც გვექნება ყველა ის პარამეტრი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მშვიდად და უსაფრთხოდ გავწეროთ პაციენტები სახლში, ისინი ბუნებრივია, კლინიკას დატოვებენ. სამი წლისა და ცხრა თვის გოგონა თავიდანვე კონტაქტური იყო და ამ ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს. რაც შეეხება მის ფიზიკურ მდგომარეობას, ერთადერთი დაზიანება მარცხენა მუხლის მსუბუქი ტრავმა იყო. სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია“, – განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი, კლინიკებში გადაიყვანეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  2. იმედინიუსისამთავრობოექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა
  3. იმედინიუსისამთავრობო3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის - ექიმი ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ
  4. რუსთავი 2სამთავრობო"ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთონ მართვაში" - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მკურნალობაში ფსიქოლოგი ჩაერთო
  7. TV პირველიოპოზიციური3 წლისა და 9 თვის გოგონა (თაია) თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს - ექიმი
  8. TV პირველიოპოზიციურიროგორია ტრაგედიას გადარჩენილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
  9. ალიაოპოზიციურიინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბავშვების მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, უკლებლივ იქნება უზრუნველყოფილი - მიხეილ სარჯველაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები