პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთონ მართვაში" - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 3 და 11 წლის ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა ინგოროყვას კლინიკის დირექტორმა კახაბერ ჭელიძემ.

"ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთონ მართვაში" - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა
რუსთავი 2

ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის გოგონა ამ დრომდე ინგოროყვა კლინიკაში რჩება, კვლევების შედეგად, მას სერიოზული დაზიანების კვალი არ აღმოაჩნდა.

ამავე კლინიკაშია 11 წლის ბავშვი, რომელიც იქ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დედასთან ერთად გადაიყვანა. დედა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. ამ დროისთვის, საავადმყოფოში ფონიჭალიდან შეყვანილი 3 პაციენტი რჩება.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ჩვენთან ორი პაციენტი იმყოფება. ერთი ბიჭუნა, 11 წლის, რომელიც დედასთან ერთად მოყვანილი იქნა ამ ტრაგედიიდან მალევე, ხოლო გოგონა, 3 წლის პატარა, დაახლოებით 8-9 საათის შემდეგ შემოიყვანეს, ამ ტრაგედიიდან.

რეალურად, მათი მდგომარეობა დღეისთვის სტაბილური გახლავთ. ბუნებრივია, მათ უტარდებათ დინამიკაში ყველანაირი შემოწმება. საბედნიეროდ, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი წესრიგშია და მდგომარეობა სტაბილურია.

მინიმალური დაზიანებები ჰქონდა პატარას. შესაბამისად, ერთადერთი, რაც იყო საყურადღებო, ეს არის მარცხენა მუხლის სახსრის მიმდებარე ქსოვილების მსუბუქი დაზიანება. ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია.

ბუნებრივია, მივუხედავთ და მისი მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს და რაც მთავარია, დღეს უკვე ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთნენ მათ მართვაში", - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  2. იმედინიუსისამთავრობოექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა
  3. იმედინიუსისამთავრობო3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის - ექიმი ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ
  4. პირველი არხისამთავრობოინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მკურნალობაში ფსიქოლოგი ჩაერთო
  7. TV პირველიოპოზიციური3 წლისა და 9 თვის გოგონა (თაია) თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს - ექიმი
  8. TV პირველიოპოზიციურიროგორია ტრაგედიას გადარჩენილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
  9. ალიაოპოზიციურიინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია, ბავშვების - დამაკმაყოფილებელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები