პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის - ექიმი ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის გოგონასა და 11 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა ექიმმა ანი დალაქიშვილმა.

3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის - ექიმი ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ
იმედინიუსი

3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის. ამის შესახებ გაცემაში „იმედი LIVE“ ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანი დალაქიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გოგონას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მკურნალობას პედიატრიულ განყოფილებაში განაგრძობს.

„ამ ეტაპზე ინგოროყვას კლინიკაში რჩება 2 ბავშვი. 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონა. ამ ეტაპზე ბიჭის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. 19:00 საათზე განმეორებით გაუკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც არის დადებითი დინამიკა. ამიტომ მისი მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია.

ასევე 3 წლის გოგონას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მკურნალობას განაგრძობს პედიატრიულ განყოფილებაში. ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა დალაქიშვილმა.

მისივე განმარტებით, ჩართულია ყველა სპეციალისტი და ბავშვების მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა ხვალ დილისთვის გადაწყდება.

რაც შეეხება 11 წლის ბიჭის დედას, ექიმის ინფორმაციით, მას აღენიშნებოდა თავის ტრავმა, თუმცა სტაბილური მდგომარეობით კლინიკიდან უკვე გაეწერა.

აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.

როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  2. იმედინიუსისამთავრობოექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა
  3. რუსთავი 2სამთავრობო"ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთონ მართვაში" - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა
  4. პირველი არხისამთავრობოინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მკურნალობაში ფსიქოლოგი ჩაერთო
  7. TV პირველიოპოზიციური3 წლისა და 9 თვის გოგონა (თაია) თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს - ექიმი
  8. TV პირველიოპოზიციურიროგორია ტრაგედიას გადარჩენილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
  9. ალიაოპოზიციურიინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბავშვი, რომელიც ფონიჭალაში, ნანგრევებიდან ცოცხალი, კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს, კლინიკაში გადაიყვანესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები