პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

3 წლისა და 9 თვის გოგონა (თაია) თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს - ექიმი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ კლინიკაში მყოფი 3 წლის გოგონა კონტაქტურია და ტრაგედიის დეტალებს იხსენებს, განაცხადა ექიმმა კახაბერ ჭელიძემ. ნანგრევებიდან 6 დაღუპული ამოიყვანეს.

3 წლისა და 9 თვის გოგონა (თაია) თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს - ექიმი
TV პირველი

ტრაგედია ფონიჭალაში - ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის ცნობით, მათ კლინიკაში ორი ბავშვი იმყოფება 11 წლის ბიჭი, რომელიც რეანიმაციის დეპარტამენტშია მოთავსებული და 3 წლის და 9 თვის თაია.

ექიმის თქმით, თაია თავიდანვე კონტაქტური იყო და ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს.

კლინიკაში იმყოფება 2 პაციენტი. ერთი გახლავთ 11 წლის ბიჭი, რომელიც რეანიმაციის დეპარტამენტში გადის მკურნალობას, ხოლო 3 წლის და 9 თვის გოგონა იმყოფება პედიატრიის განყოფილებაში. დილის მონაცემებით, მათო მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუმცა მიმდინარეობს დინამიკური კვლევები როგორც ინსტრუმენტული, ასევე ლაბორატორიული.

დღეს ამ პაციენტების მართვაში ფსიქოლოგიური დახმარება ჩაერთვება. ერთადერთი, რაც დღეს ამ პაციენტების მართვის პროცესს დაემატება, ფსიქოლოგიური დახმარებაა. რაც შეეხება გაწერის საკითხს, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია. როდესაც გვექნება ყველა ის პარამეტრი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მშვიდად და უსაფრთხოდ გავწეროთ პაციენტები სახლში, ისინი ბუნებრივია, კლინიკას დატოვებენ.

სამი წლისა და ცხრა თვის გოგონა თავიდანვე კონტაქტური იყო და ამ ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს. რაც შეეხება მის ფიზიკურ მდგომარეობას, ერთადერთი დაზიანება მარცხენა მუხლის მსუბუქი ტრავმა იყო. სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია", - განაცხადა ექიმმა.

გუშინ ღამით 12:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან მეექვსე ცხედარი ამოასვენეს. ამით ქვემო ფონიჭალაშვილი სამძებრო ოპერაცია დასრულდა.

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  2. იმედინიუსისამთავრობოექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილ ბავშვს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა
  3. იმედინიუსისამთავრობო3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის - ექიმი ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ
  4. რუსთავი 2სამთავრობო"ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთონ მართვაში" - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა
  5. პირველი არხისამთავრობოინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ მკურნალობაში ფსიქოლოგი ჩაერთო
  8. TV პირველიოპოზიციურიროგორია ტრაგედიას გადარჩენილი 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
  9. ალიაოპოზიციურიინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს - ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები