ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილ ბავშვებს კლინიკიდან დღეს გაწერენ - 31 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილ ორ ბავშვს კლინიკიდან დღეს გაწერენ, ხოლო 31 წლის ილია ისაევის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 87% აქვს დამწვარი, კრიტიკულად მძიმე რჩება.
ფონიჭალაში აფეთქებას გადარჩენილ ბავშვებს, 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს გაწერენ. 3 წლის მოზარდთან მუშაობას ფსიქოლოგები აგრძელებენ. ბავშვი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს და მომხდარს თანმიმდევრულად იხსენებს.
ორი პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია სრულიად. დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი. 3 წლის და 9 თვის გოგონა, დავაზუსტებ, იმთავითვე შენარჩუნებული მეხსიერებით გახლდათ. საჯაროდ არ არის იმის ახსნა საჭირო თუ რას და როგორ იხსენებს, ეს უშუალოდ ფსიქოლოგების საქმე გახლავთ. მათ დაიწყეს მუშაობა ორივე ბავშვათან და ბუნებრივია, გააგრძელებენ გაწერის შემდგომაც, - ამბობს ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორი კახაბერ ჭელიძე.
კრიტიკულად მძიმეა ფონიჭალის აფეთქებას გადარჩენილი 31 წლის ილია ისაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლაგაზრდა კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას სხეულის 87% აქვს დამწვარი.
დღეისათვის მდგომარეობა არის უცვლელი, მართვით სუნთქვაზე რჩება, მკურნალობას განაგრძბს რეანიმაციულ განყოფილებაში, - ამბობს ექიმი გუგა ქაშიბაძე.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაკახაბერ ჭელიძე აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებზე: დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდგომაც გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კვლევების შემდეგ გადაწყდება ბინაზე გაწერის საკითხი
როგორია ფონიჭალაში დაშავებული ბავშვების მდგომარეობა
ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის გაწერის საკითხი დღეს დაგეგმილი კვლევების შედეგად გადაწყდება - ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობას გაწერის შემდეგაც გააგრძელებენ
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორი ფონიჭალის ტრაგედიის დროს დაშავებულებზე: ორივე პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…