"არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს"|მაკა ბოჭორიშვილი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრას აფასებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გიორგი ზურაბაშვილისა და მიხეილ გალუზინის მინსკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საშიში არაფერია იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს.

"არაფერია საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები" - ასეთია საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის პოზიცია ზურაბაშვილი-გალუზინის პირველ - მინსკში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
ოფიციალური თბილისისგან განსხვავებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში/საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - მიხეილ გალუზინის შეხვედრა არც დაუანონსებია, არც შეხვედრის შემდგომი ოფიციალური ინფორმაცია გაუვრცელებია, რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, მხარეები "რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ". თუმცა თავად ეს საკითხები განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.
მინსკის შეხვედრაზე შეთანხმებულ საკითხებზე კონკრეტიკას არც ქართული მხარე იძლევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი კომენტარი გადაცემა "იმედი LIVE"-ში სტუმრობისას გააკეთა და ამ კუთხით მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ "მთავარი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხებზე დიალოგის დროულად დაწყება იყო".
"როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს, პირველ რიგში, დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს. სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და იქვე დასძინა, რომ "პრობლემების მოსაგვარებლად საუბრის შიშის დაძლევა და ღია დიალოგი აუცილებელია".
„ბოლო წლებში უნდათ, რომ დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა. რუსეთი - ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი პრობლემები და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, საუბრის და დიალოგის გარეშე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი. შესაბამისად, პირველ რიგში რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება ფორმატის შეხვედრების პრაღიდან რუსული მხარისთვის მისაღებ ადგილზე, კერძოდ, რუსეთის მოკავშირე ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გადატანას, როგორც ბოჭორიშვილი ირწმუნება, ქართულ მხარეს "არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო":
„რა თქმა უნდა, შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები მონაწილეებისთვის. ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც ეს ყოფილიყო მინსკში. ამ შემთხვევაში ადგილი, შეიძლება, ითქვას, სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება იმ საკითხებზე საუბრის, რა საკითხებიც არის ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი“, - დასძინა მან
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაუნდა დავძლიოთ საუბრის შიში - საგარეო მინისტრი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრის შემდეგ
მაკა ბოჭორიშვილი რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაზე: უნდათ, დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გვაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში, არ არის არაფერი საშიში ამაში, როცა ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები
მაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები
"არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს" - მაკა ბოჭორიშვილი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…