"არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს" - მაკა ბოჭორიშვილი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მინსკში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრობლემების მოსაგვარებლად საუბრის შიში უნდა დაიძლიოს და დიალოგში საშიში არაფერია.

"არაფერია საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები" - ასეთია საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის პოზიციას გუშინ, მინსკში გამართულ ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრასთან დაკავშირებით.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის გიორგი ზურაბაშვილი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი ერთმანეთს გუშინ, მინსკში შეხვდნენ, რის შემდეგაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა. რუსული დიპლომატიური უწყების ცნობით, მხარეები რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა რას ეხებოდა ეს შეთანხმება გავრცელებულ პრესრელიზში საუბარი არ იყო. შეხვედრისას განხილულ და შეთანხმებულ საკითხებზე მეტ კონკრეტიკას არც ქართული მხარე იძლევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი კომენტარი გადაცემა "იმედი LIVE"-ში სტუმრობისას გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავარი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხებზე დიალოგის დროულად დაწყება იყო.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები მონაწილეებისთვის. ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც ეს ყოფილიყო მინსკში. როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს პირველ რიგში დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შემთხვევაში, ადგილი შეიძლება ითქვას, სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება იმ საკითხებზე საუბრის, რა საკითხებიც არის ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პრობლემების მოსაგვარებლად საუბრის შიშის დაძლევა და ღია დიალოგი აუცილებელია.
„ბოლო წლებში უნდათ, რომ დანერგონ შიში დიალოგის, შიში საუბრის და სრული მიუღებლობა. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი პრობლემები და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, საუბრის და დიალოგის გარეშე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი. შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაუნდა დავძლიოთ საუბრის შიში - საგარეო მინისტრი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრის შემდეგ
მაკა ბოჭორიშვილი რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაზე: უნდათ, დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გვაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში, არ არის არაფერი საშიში ამაში, როცა ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები
მაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები
"არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს"|მაკა ბოჭორიშვილი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრას აფასებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…