პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე: ეს ფორმატი საჭირო და აუცილებელია ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე

ქართული ოცნება

გია ვოლსკის განცხადებით, რუსეთთან დიალოგის ფორმატი აუცილებელია საქართველოს ინტერესებიდან და არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, მაშინ როცა ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. მინსკში გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.

გია ვოლსკი გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე: ეს ფორმატი საჭირო და აუცილებელია ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე
რუსთავი 2

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის შეხვედრას უკვე მოჰყვა გამოხმაურება თბილისში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რუსეთთან საუბარი მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ის ცდილობს ოკუპირებულ რეგიონებში უპირატესობის შენარჩუნებას.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნული ფორმატი, შეზღუდული ოდენობის საკითხით და დღის წესრიგით არის საჭირო.

"საგანგებოდ მნიშვნელოვანია [საუბარი რუსეთთან], ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთის ფედერაცია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უპირატესობა შეინარჩუნოს რეგიონში. ამას თან ახლავს გარკვეული პროცესები, რომელიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ საკითხებსაც. მსოფლიოში არ დარჩა ქვეყანა ან ქვეყანათა გაერთიანება, რომელიც არ ფიქრობს, რომ, ამ დაძაბული ვითარების მიუხედავად, გარკვეული არხი არსებობდეს რუსეთთან ურთიერთობის. რასაკვირველია, ეს ფორმატი, შეზღუდული ოდენობის საკითხით და დღის წესრიგით, არის საჭირო, აუცილებელი იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და იმ საფრთხეების წინაშე მდგარ ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა გუშინ მინსკში შედგა. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ- ჰუმანიტარულ საკითხებზე, ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები.

გავრცელებული ინფორმაციით, მიღწეულია გარკვეული შეთანხმებებიც. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს. ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობასაც.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები