პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობდა და საუბრის შიში დასაძლევია.

მაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები
რუსთავი 2

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში "იმედი LIVE" გიორგი ზურაბაშვილის და მიხაილ გალუზინის მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხებზე დიალოგის დროულად დაწყება იყო.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები მონაწილეებისთვის. ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც ეს ყოფილიყო მინსკში. როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს პირველ რიგში დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა. ამ შემთხვევაში, ადგილი შეიძლება ითქვას, სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება იმ საკითხებზე საუბრის, რა საკითხებიც არის ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პრობლემების მოსაგვარებლად საუბრის შიშის დაძლევა და ღია დიალოგი აუცილებელია.

"ბოლო წლებში უნდათ, რომ დანერგონ შიში დიალოგის, შიში საუბრის და სრული მიუღებლობა. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი პრობლემები და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, საუბრის და დიალოგის გარეშე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი. შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი." - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუნდა დავძლიოთ საუბრის შიში - საგარეო მინისტრი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრის შემდეგ
  2. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაზე: უნდათ, დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გვაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში, არ არის არაფერი საშიში ამაში, როცა ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები
  4. BM.GEოპოზიციური"არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს" - მაკა ბოჭორიშვილი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე
  5. BM.GEოპოზიციური"არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს"|მაკა ბოჭორიშვილი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრას აფასებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები