ზურაბაშვილმა და გალუზინმა „რეგიონული უსაფრთხოების საკითხები“ განიხილეს
მინსკში გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირდაპირი დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც რუსეთის ცნობით, უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.

მინსკში გაიმართა რუსეთ-საქართველოს განახლებული პირდაპირი დიალოგის პირველი შეხვედრა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომდგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის.
მოსკოვის ცნობით, მხარეებმა „სიღრმისეულად განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები, რაც მანამდე პირდაპირი დიალოგის განსახილველ საკითხთა შორის არ ყოფილა და ჟენევის დისკუსიების ფორმატს განეკუთვნებოდა.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას. მიღწეულ იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმება. ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ორივე დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ბელარუსული მხარის მიმართ რუსულ-ქართული შეხვედრის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის. მიღწეულ იქნა შეთანხმება კონტაქტების გაგრძელების თაობაზე, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თბილისს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ირაკლი კობახიძემ 21 ოქტომბერს დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი და მის ახალ ამოცანად „რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებაც“ დაასახელა.
ეს თბილისის მხრიდან რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგის და მანდატის ზრდას ნიშნავს, რადგან ამ დრომდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმადგენელი მოსკოვთან არაფორმალურ დიალოგს სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებზე აწარმოებდა, კონფლიქტის თემა კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განსახილველ საკითხად რჩებოდა. ასევე, მანამდე, აბაშიძე-კარასინის შეხვედრებად წოდებული, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ადგილად პრაღა იყო განსაზღვრული.
რუსეთს, დიდი ხანია, სურს ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
19 სტატიაგიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
ზურაბაშვილი-გალუზინის პირველი შეხვედრა ხვალ მინსკში გაიმართება
გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
რუსეთთან არაფორმალური დიალოგის ფორმატი პრაღიდან მინსკში ინაცვლებს
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები პირველ შეხვედრას მინსკში გამართავენ - გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზინს შეხვდება
მინსკში გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა გაიმართება
მინსკში გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა დღეს გაიმართება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს“ - მოსკოვი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრაზე
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაცია გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან
ადმინისტრაცია წერს, რა საკითხები განიხილა კობახიძის სპეცწარმომადგენელმა მინსკში, მიხაილ გალუზინთან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…