პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიციური პარტიები შუამდგომლობებს აგროვებდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დაეყენებინათ, რათა სასამართლოს მოეხსნა ეს შუამდგომლობები, შემდეგ კი იტყოდნენ, ჩვენი უფლებები ირღვევაო - არჩილ გორდულაძე

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს, რომ პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში შეგნებულად სვამს არარელევანტურ კითხვებს და აყენებს დაუსაბუთებელ შუამდგომლობებს, რათა შემდეგ უფლებების დარღვევაზე ისაუბროს.

ოპოზიციური პარტიები შუამდგომლობებს აგროვებდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დაეყენებინათ, რათა სასამართლოს მოეხსნა ეს შუამდგომლობები, შემდეგ კი იტყოდნენ, ჩვენი უფლებები ირღვევაო - არჩილ გორდულაძე
რუსთავი 2

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 12 საათზე განახლდა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. ამჯერად კითხვებს მოსარჩელე მხარეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უსვამენ. კითხვები ეხება სხვადასხვა თემას, მათ შორის, თუ რა მტკიცებულებები აქვს მოსარჩელეს ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე და აქციებზე ძალადობრივ მოვლენებზე. "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს კონკრეტული ფაქტებით უპასუხა. მმართველმა გუნდმა დაასახელა ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებები, რომლებითაც, მათი თქმით, მოპასუხე მხარის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები დასტურდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სასამართლოზე გაურბიან და კითხვებს არ სვამენ ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად გირგვლიანის საქმე და ა.შ.

"ნაციონალური მოძრაობის ტაქტიკა გასაგებია. სავარაუდოდ, იმავეს გააგრძელებენ სხვა არაკონსტიტუციური პარტიებიც. აქამდე ისინი შუამდგომლობებს აგროვებდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი დაუსაბუთებელი შუამდგომლობები დაეყენებინათ, რათა სასამართლოს მოეხსნა და არ დაეკმაყოფილებინა ეს შუამდგომლობები მერე კი იტყოდნენ, ჩვენი უფლებები ირღვევაო.

აი, ზუსტად ანალოგიური შემთხვევა არის ახლა კითხვებთან დაკავშირებით, საერთოდ არარელევანტურ, საქმესთან შემხებლობაში არმყოფ კითხვებს სვამენ, რომ სასამართლომ მოხსნას და ისევ თქვან, რომ აი, ამდენი კითხვა დავსვით, ან ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ან საერთოდ კითხვის დასმის საშუალება არ მოგვცესო.

ისინი გაურბიან და კითხვებს არ სვამენ ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, როგორიც არის, მაგალითად, რობაქიძის საქმე, არ სვამენ კითხვებს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და უამრავ სხვა საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კითხვებს სვამენ მხოლოდ იმაზე, რომლებთან დაკავშირებითაც ახლაც მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ გვეუბნებიან, რატომ არ გამოიძიეთო, ანუ პრობლემა მათთვის ის კი არ არის, დანაშაული რომ მოხდა, ამ დანაშაულის დამალვაში და არაეფექტურ გამოძიებაში, პირდაპირ პასუხისმგებლობა რომ ამ ძალას ეკისრება, ამ საკითხს არ სვამენ, აი, თქვენ რატომ არ გამოიძიეთო, ეს წარმოუდგენიათ პრობლემად", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყველა საკითხზე რომ ვისაუბროთ, შესაძლებელია, თვეები კი არა, წლები დაგვჭირდეს, იმდენი დანაშაულია ჩადენილი - არჩილ გორდულაძე "ნაციონალური მოძრაობის" დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები