მაკა ბოჭორიშვილი რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაზე: უნდათ, დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გვაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, რუსეთთან დიალოგის შიში უნდა დაიძლიოს, რადგან პრობლემების მოგვარება საუბრის გარეშე შეუძლებელია. მან მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა შეაფასა.

უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვითანაც გვაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი. პირიქით, ეს უნდა იყოს ყველასთვის მისასალმებელი და მისაღები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაილ გალუზინს შორის მინსკში გამართულ შეხვედრაზე და თუ რატომ გადაწყდა შეხვედრის ადგილის ცვლილება.
მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ყველასთვის მისაღები უნდა ყოფილიყო.
„ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში. არის გარკვეული საჭიროებები, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს პირველ რიგში დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა შეხვედრის გამართვა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება იმ საკითხებზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
„ზოგადად, ბოლო პერიოდში ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაში უნდათ, დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა. მეორე მხრივ, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემები და საუბრისა და დიალოგის გარეშე - თუკი ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც პრობლემის გადაჭრაზე, მოგვარებაზე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი.
შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გვაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი. პირიქით, ეს უნდა იყოს ყველასთვის მისასალმებელი და მისაღები, როდესაც პრობლემურ საკითხებზე იმათთან, ვისთანაც გვაქვს პრობლემები, ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე და არ უნდა გვეშინოდეს ამ თემაზე საუბრის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს მინსკში პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაუნდა დავძლიოთ საუბრის შიში - საგარეო მინისტრი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრის შემდეგ
მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში, არ არის არაფერი საშიში ამაში, როცა ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები
მაკა ბოჭორიშვილი: არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები
"არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს" - მაკა ბოჭორიშვილი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე
"არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს"|მაკა ბოჭორიშვილი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრას აფასებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…