პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე – ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ცნობით, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

მიხეილ სარჯველაძე – ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
პირველი არხი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების არაერთი ბრიგადაა მობილიზებული.

„ამ მიმართულებით, პრაქტიკულად შეიძლება, ითქვას, რომ შეფერხება არ არსებობდა. პირველივე წუთებიდან, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. შესაბამისად, ადამიანები, ვისაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, პრაქტიკულად ყველა უკვე გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვისაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება.

ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული. მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ. ნუ წლოვანების გათვალისიწინებით, განსაკუთრებული ყურადღება და დაკვირვებაა მასზეა ჩვენი მხრიდან. ყველასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, თუმცა ბავშვთან მიმართებით განსაკუთრებით.

სხვადასხვა სახის და სიმძიმის დაზიანებებია და მეთვალყურეობის პროცესშია თითოეული მათგანი. იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრება საჭიროება სამედიცინო დახმარების, თითოეული მათგანისთვის აღნიშნული სამედიცინო დახმარება იქნება ხელმისაწვდომი“,- განაცხადა სარჯველაძემ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ოფიცილიალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში აფეთქებაზე - ამ დროისთვის, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია - სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი - მაშველები კორპუსის ნანგრევებისგან გათავისუფლებას ცდილობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები