სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს - საყრდენი კედელი გადაიხარა
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნგრევის რეალური საფრთხე შეიქმნა, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა. შს მინისტრის თქმით, ყველა მცხოვრები ევაკუირებულია, ოთხი პირი ჰოსპიტალიზებულია, შვიდს კი ეძებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.
მინისტრი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და სამაშველო ღონისძიებებს ესწრება. მისი თქმით, კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია.
„სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობისას, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საყრდენი კედელი გადმოიხარა. შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო სამუშაოები შეწყდა, ხოლო მაშველები უკანა მხრიდან აქტიურად მუშაობენ. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს.
აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. აფეთქება გაზის გამათბობლის ჩართვას უკავშირდება. მოქალაქე მეხუთე სართულზე გამათბობლის ჩართვას ცდილობდა. თავადვე ამბობს, რომ ღამით ჩავრთე, შემდეგ გამოვრთეო, დილით კი ხელახლა ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ შვიდ პირს ეძებენ, ჰოსპიტალიზებულია ოთხი ადამიანი, მათგან ერთი მცირეწლოვანია. მომხდარის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქების ხმა დაახლოებით, დილის 9 საათზე გაისმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიამიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მიმდინარეობს შვიდი პირის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მათი ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია
7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
სულხან თამაზაშვილი - ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა - ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი
მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია – რა ხდება ფონიჭალაში, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა
ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები აფეთქების შემდეგ შვიდ ადამიანს ეძებენ
ფონიჭალაში ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 ბავშვი
ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…