7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, 7 პირს, მათ შორის 3 ბავშვს, ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ, 4 დაშავებული კი კლინიკებშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, კორპუსის ნანგრევებში 7 პირის ძებნა ამ დრომდე გრძელდება, ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევიან, მათ შორის არის 3 მცირეწლოვანი.
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკებში გადაყვანილია 4 პირი.
"ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფი, კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური დანაყოფები.
პროაქტიულად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები. 4 პირი გამოყვანილია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ყველა პირი არის კონტაქტური.
7 პირის სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარეობს მათი ადგილსამყოფლის დადგენა. უგზო-უკვლოდ არის 7 პირი დაკარგული, მათგან სამი ბავშვია.
ბუნებრივია, შემთხვევის ადგილზე ევაკუირებულია მოსახლეობა. აქტიურად ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მიმდინარეობს შვიდი პირის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მათი ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია
სულხან თამაზაშვილი - ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა - ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი
მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია – რა ხდება ფონიჭალაში, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…