პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სულხან თამაზაშვილი - ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა - ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ საყრდენი კედელი გადმოიხარა და კორპუსის ნგრევის საფრთხე შეიქმნა, ნანგრევებში კი 7 პირი რჩება, მათ შორის 3 ბავშვი – აცხადებს შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი.

სულხან თამაზაშვილი - ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა - ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი
ინტერპრესნიუსი

[კორპუსის] ნგრევის საფრთხე რეალურად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ფონიჭალაში განაცხადა, სადაც აფეთქება მოხდა.

მისივე თქმით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.

„გვაქვს უბედური შემთხვევა, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში,ასევე მუნიციპალური სამსახურები. პროაქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები, 4 პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში, მათგან ერთის მდგომარეობა სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა, ყველა კონტაქტურია. ასევე, სამწუხაროდ, ნანგრევებშია 7 პირი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი. შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებულია და ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებას. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა კონტაქტურია.

ნახევარი საათის წინ, გადმოიხარა საყრდენი კედელი, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა და ბიჭები უკანა მხრიდან მუშაობენ აქტიურად. ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩათვლას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო. ეს შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. როგორც თვითმხილველები „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებენ, აფეთქების ხმა, დაახლოებით 9:00 საათზე გაიგეს. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, 7 ადამიანის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიმიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
  2. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მიმდინარეობს შვიდი პირის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მათი ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია
  3. რუსთავი 2სამთავრობო7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  4. ალიაოპოზიციურიმიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია – რა ხდება ფონიჭალაში, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი - მაშველები კორპუსის ნანგრევებისგან გათავისუფლებას ცდილობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები