პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა - აფეთქება ფონიჭალაში

ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. შს მინისტრის ცნობით, სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა - აფეთქება ფონიჭალაში
რადიო თავისუფლება

მეექვსე ცხედარი მაშველებმა შუაღამით ამოასვენეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.

იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა, - 31 წლის კაცი - კლინიკაში მძიმედაა.

მაშველებმა ცოცხალი იპოვეს და ამოიყვანეს სამი წლის ბავშვი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ჯანმრთელობა არ ემუქრება.

დაღუპულთაგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

რა მოხდა?

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია.

კალაძის ინფორმაციით, კორპუსში 90 ოჯახი ცხოვრობდა. 28 მათგანი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში გადასვლას დასთანხმდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო - რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზის კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმება წინასწარ ვერ მოხერხდა, რადგან ბინის მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურითამაზაშვილი: ფონიჭალაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, ახლა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება
  2. TV პირველიოპოზიციურითამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  4. იმედინიუსისამთავრობოფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშს მინისტრი - სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში
  6. BM.GEოპოზიციურიფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს - სამაშველო ღონისძიებები დასრულდა
  7. BM.GEოპოზიციურიექვსი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული - ფონიჭალაში სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
  8. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა, საავადმყოფოში რჩება ხუთი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
  9. ალიაოპოზიციური“სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია” – 6 გარდაცვლილის ცხედარი ნაპოვნია -.შს მინისტრი
  10. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი: დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მინდა მათ ოჯახებს, ახლობლებს მივუსამძიმრო - გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მაშველებმა 2 ქალისა და ბავშვის ცხედრები ამოასვენეს - აფეთქება ფონიჭალაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები