ფონიჭალაში ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 ბავშვი
ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 ბავშვს ეძებენ. შს მინისტრის ცნობით, 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აფეთქების მიზეზი კი ბუნებრივი აირის გამათბობელი გახდა.

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ოთხი პირია გამოყვანილი, შვიდი ადამიანის ადგილსამყოფლის დასადგენად კი აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
მისი ინფორმაციით, ოთხივე გამოყვანილი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ყველა მათგანი კონტაქტურია, თუმცა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არის არასრულწლოვანიც, რომელსაც დაზიანება ყურის მიდამოში აღენიშნება, თუმცა იგი კონტაქტურია.
„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები. პროაქტიულად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები… სამწუხაროდ, სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფლის დადგენა… უგზო-უკვლოდ არის შვიდი პირი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი [დაკარგული]. მოსახლეობა ევაკუირებულია“, — განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მისი თქმით, კორპუსში კვლავ არსებობს ნგრევის რეალური საფრთხე, რის გამოც მაშველებს მუშაობის ტაქტიკის შეცვლა მოუწიათ:
„დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადმოიხარა [კორპუსის] საყრდენი კედელი და შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა. ბიჭები უკნიდან მუშაობენ აქტიურად. ნგრევის საფრთხე რეალურად არის“, — აღნიშნა შს მინისტრმა.
რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზებს, სულხან თამაზაშვილის განმარტებით, კერა და წინასწარი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია და შემთხვევა ბუნებრივი აირის გამათბობელს უკავშირდება.
„მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. იგი კონტაქტურია და თვითონ გვიყვება, რომ ღამით ჩართო, შემდეგ გამორთო და დილით ისევ სცადა ჩართვა, რა დროსაც მოხდა აფეთქება“, — განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები ახლაც მუშაობენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიამიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მიმდინარეობს შვიდი პირის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მათი ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია
7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
სულხან თამაზაშვილი - ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა - ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი
მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია – რა ხდება ფონიჭალაში, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა
სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს - საყრდენი კედელი გადაიხარა
ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები აფეთქების შემდეგ შვიდ ადამიანს ეძებენ
ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…