პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სულხან თამაზაშვილი: “ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება”

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან 4 პირი ამოიყვანეს, 7 ადამიანს, მათ შორის 3 ბავშვს კი ეძებენ; არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. შს მინისტრის თქმით, მიზეზი გამათბობელია.

სულხან თამაზაშვილი: “ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება”
POSTV

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ადგილზე პირადად ეცნობა.

„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, კომპეტენციის ფარგლებში; ასევე, მუნიციპალური სამსახურები.

პროაქტიულად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ოთხი პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა.

სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი ყველა პირი კონტაქტური იყო და ამ დრომდე კონტაქტურები არიან.

ასევე, სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფლის დადგენა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა და ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა ის

კონტაქტურია.

სულხან თამაზაშვილის თქმით, არსებობს კორპუსის ნგრევის რეალური საფრთხე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კორპუსის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც შენობის წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა, თუმცა უკანა პერიმეტრზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

„მიზეზი გამათბობელია. მოქალაქე, რომელიც მე-5 სართულზე ცხოვრობდა, ცდილობდა გამათბობლის ჩართვას ღამით. ის კონტაქტურია და თავად გვიყვება ამბავს, რომ ღამით ჩართო, შემდეგ გამორთო, დილით კვლავ სცადა ჩართვა და მოხდა აფეთქება“, – განუცხადა მედიას სულხან თამაზაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

15 სტატია
სამთავრობო 8ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიმიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
  2. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მიმდინარეობს შვიდი პირის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მათი ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია
  3. რუსთავი 2სამთავრობო7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურისულხან თამაზაშვილი - ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა - ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი
  5. ალიაოპოზიციურიმიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია – რა ხდება ფონიჭალაში, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა
  6. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს - საყრდენი კედელი გადაიხარა
  7. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები აფეთქების შემდეგ შვიდ ადამიანს ეძებენ
  8. პირველი არხისამთავრობოფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები აფეთქების შემდეგ შვიდ ადამიანს ეძებენ [ფოტო]
  9. ნეტგაზეთიოპოზიციურიფონიჭალაში ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 ბავშვი
  10. ფორმულაოპოზიციურიფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია მოყოლილი
  11. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიფონიჭალაში აფეთქების შემდეგ ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენ
  12. იმედინიუსისამთავრობოსულხან თამაზაშვილი: ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
  13. რუსთავი 2სამთავრობოშინაგან საქმეთა მინისტრი: ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა, აქტიურად ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს
  14. TV პირველიოპოზიციური"ახალგაზრდა გოგოა სამ შვილთან ერთად მოყოლილი" - ხალხი ნანგრევებიდან ახლობლების გამოყვანას ელოდება
  15. იმედინიუსისამთავრობო„ქრონიკამ“ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების კადრები მოიპოვა. ვიდეო
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები