თამაზაშვილი: ფონიჭალაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, ახლა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე მაშველებმა მეექვსე ადამიანის ცხედარიც იპოვეს, რითაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა — ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ბოლო, მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოასვენეს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სულხან თამაზაშვილმა დაუდასტურა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არასრულწლოვანია და იგი აფეთქებისას გადარჩენილი 3 წლის გოგონას, თაიას დაა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელიც 10 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია და ახლა უკვე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება.
მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, ხოლო 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს.
ქვემო ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო გუშინ დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიათამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა
სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
შს მინისტრი - სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს - სამაშველო ღონისძიებები დასრულდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…