შინაგან საქმეთა მინისტრი: ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა, აქტიურად ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ოთხი დაშავებული გამოიყვანეს, შვიდი პირის ადგილსამყოფელს კი ეძებენ, აცხადებს შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი. მისივე თქმით, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ხოლო აფეთქება გამათბობლის ჩართვის მცდელობამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე, მობილიზებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, ასევე მუნიციპალური სამსახურები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა მინისტრი ფონიჭალაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ადგილზე პირადად ეცნობა.
„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები. პროაქტიულად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ოთხი პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა. სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი ყველა პირი კონტაქტური იყო და ამ დრომდე კონტაქტურები არიან. ასევე, სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფლის დადგენა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა და ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა ის კონტაქტურია.
სულხან თამაზაშვილის თქმით, არსებობს კორპუსის ნგრევის რეალური საფრთხე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კორპუსის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც შენობის წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა, თუმცა უკანა პერიმეტრზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზს, შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, აფეთქების მიზეზი და უშუალო კერა იდენტიფიცირებულია.
"მიზეზი გამათბობელია. მოქალაქე, რომელიც მე-5 სართულზე ცხოვრობდა, ცდილობდა გამათბობლის ჩართვას ღამით. ის კონტაქტურია და თავად გვიყვება ამბავს, რომ ღამე ჩართო, შემდეგ გამორთო, დილით კვლავ სცადა ჩართვა და მოხდა აფეთქება", – განუცხადა მედიას სულხან თამაზაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
15 სტატიამიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია - შს მინისტრი
სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მიმდინარეობს შვიდი პირის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მათი ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია
7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
სულხან თამაზაშვილი - ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა - ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი
მიმდინარეობს 7 პირის სამძებრო ოპერაცია, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია – რა ხდება ფონიჭალაში, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა
სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს - საყრდენი კედელი გადაიხარა
ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები აფეთქების შემდეგ შვიდ ადამიანს ეძებენ
ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მაშველები აფეთქების შემდეგ შვიდ ადამიანს ეძებენ [ფოტო]
ფონიჭალაში ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 ბავშვი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია მოყოლილი
ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენ
სულხან თამაზაშვილი: ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
"ახალგაზრდა გოგოა სამ შვილთან ერთად მოყოლილი" - ხალხი ნანგრევებიდან ახლობლების გამოყვანას ელოდება
სულხან თამაზაშვილი: “ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. სამაშველო სამუშაოები აქტიურად გრძელდება”
„ქრონიკამ“ ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების კადრები მოიპოვა. ვიდეო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…