"მოკლულმა და დაკავებულმა სისხლიან ანგარიშსწორებამდე რესტორანში ისადილეს" - ვაკეში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ვაკეში მოკლული პენსიონერის, ვახტანგ ჩიქოვანის სიძის განცხადებით, ჩიქოვანი და დაკავებული გელა არობელიძე მკვლელობამდე რესტორანში ერთად სადილობდნენ. ტელეკომპანია „პირველების“ ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მან პოლიციაში თავად დარეკა.

"პირველებმა" ვაკეში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - მოკლული პენსიონერის სიძის ინფორმაციით, ვახტანგ ჩიქოვანი და დაკავებული გელა არობელიძე სისხლიან ანგარიშსწორებამდე რესტორანში ერთად სადილობდნენ.
როგორც დათო შელია "პირველებთან" აცხადებს, სავარაუდოდ რესტორნის შემდეგ მოხდა ჩიქოვანსა და ორაბელიძეს შორის დაპირისპირება.
ჩხუბი მოხდაო იქო, მარა ეს კაცი ისეთი კაცი არ იყო, რო ახლა მუშტებს იქნევდა, რა. ეს ზღაპარია, რა ვიცი. აი იქით რო ჩხუბი დაეწყო, პირიქით. ეს ის კატეგორიის ადამიანი არ იყო, რომელიც მუშტებით ჩხუბობდა. ფაქტი არის, რო ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდა, იქ რაღაცა ისადილეს თუ რაღაცა და მერე მოხდა ეს ამბავი. ხოდა მერეო იქო ახლა ისე ამბობენ, რო რაღაც მუშტი-კრივი გაიმართაო და. ეს ადამიანი ის კაცი არ იყო, რომელიც მუშტებს იქნევდა და კუნთებით აგვარებდა საქმეს. საერთო მეგობრები და რაღაცეები გვყავს, მარა პირველად გავიგე იმ კაცის არსებობა. რაღაც სადღაც ისადილეს რესტორანში და მერე იმის მერე მოხდა ეს ამბავი, რა", - ამბობს მოკლულის სიძე.
ადვოკატი ირაკლი ღლონტი, რომელიც მოკლული კაცის ნათესავია, ამბობს, რომ ვახტანგ ჩიქოვანსა და გელა არობელიძეს შორის წარსულში რაიმე სახის პირად დაპირისპირებას ადგილიო არ ჰქონია.
ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბატონ ვახტანგ ჩიქოვანს და ბატონ ორაგველიძეს შორის არ ყოფილა რაიმე პირადი დაპირისპირება, არ ჰქონია მსგავსს ადგილი წარსულში. ბატონი ვახტანგი წლების განმავლობაში უკვე, მით უფრო შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ჩამოშორებული იყო ეკონომიკურ ბიზნესსაქმიანობას. მოგეხსენებათ, რომ თითქმის 80 წლის იყო მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი და იყო როგორც მზრუნველი მეუღლე, მზრუნველი მგლოვიარე მამა და მზრუნველი ბაბუა და ვწუხვარ, რომ ღირსეული ადამიანი დააკლდება ჩვენ ქალაქს და ჩვენ ქვეყანას". - ამბობს ირაკლი ღლონტი.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებული გელა არობელიძე დანაშაულს აღიარებს. მან თავად დარეკა პოლიციაში და თავს უთხრა სამართალდამცველებს, რომ კაცი მოკლა.
პენსიონერი ვაკეში გუშნ ღამით მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. ვახტანგ ჩიქოვანს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიავაკეში მომხდარი მკვლელობა - "კურიერმა" საქმის დამატებითი დეტალები მოიპოვა, ცნობილია დაკავებულის ვინაობა და დანაშაულის სავარაუდო მიზეზი
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ - პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს
ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის მამაკაცის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"დაპირისპირება საპარკინგე სივრცეში არსებულ დაცვის სასადილო ოთახში დაიწყო" - პენსიონერის მკვლელობის ახალი დეტალები
ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულს დაზიანებები აქვს და კლინიკაშია – მედია
ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო - ჩიქოვანისგან მიყენებული დაზიანებებით არობელიძე კლინიკაშია მოთავსებული
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…