პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - მოკლული პენსიონერის სიძის პირველი კომენტარი

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხში მომხდარი გარჩევისას 80 წლამდე ვახტანგ ჩიქოვანი მოკლეს, სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - მოკლული პენსიონერის სიძის პირველი კომენტარი
TV პირველი

სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში - მოკლული 80 წლამდე კაცი ვახტანგ ჩიქოვანია. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე იმყოფებიან.

როგორც მოკლულის სიძე, დათო შელია მედიასთან ამბობს, ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძეზე იმ კორპუსში არ ცხოვრობს, რომლის ავტოფარეხშიც გარჩევა მოხდა.

სიძის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ იყო მისი სიმამრი ავტოფარეხში.

80 წელს ცოტა აკლია, ჩემი სიმამარია მოკლული ცოტა ვახტანგ ჩიქოვანი. შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და ალბათ სისხლისგან დაიცალა. ამბობენ, რომ დანა (დაარტყესო).

არვიცი აქ რატომ უნდა ყოფილიყო ჩემი სიმამრი. რასაც ამბობენ აქ, გარჩევა იყოო. ხმაური გაიგო თუ არა ვინმემ არ ვიცი", - ამბობს დავით შელია.

პენსიონერი ვაკეში ცოტა ხნის წინ მოკლეს - სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ წუთებში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, პენსონერს დანა გულში აქვს ჩარტყმული.

ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოებენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურივაკეში პენსიონერია მოკლული - ეჭვმიტანილი დაკავებულია (ახალი დეტალები)
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობის ადგილას ექსპერტ -კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები