პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს“ — ირაკლი ღლონტი ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობაზე წერს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შედეგად ადვოკატ ირაკლი ღლონტის ბიძა, ვახტანგ ჩიქოვანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 60 წლის ბიზნესმენი გელა არობელიძე, რომელმაც ნაცნობს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

„ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს“ — ირაკლი ღლონტი ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობაზე წერს
ფორმულა

თბილისში, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შედეგად გარდაცვლილი ვახტანგ ჩიქოვანი ადვოკატ ირაკლი ღლონტის ბიძაა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 60 წლის ბიზნესმენი გელა არობელიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავად დაპირისპირებისას ბრალდებულიც დაშავდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარს სოციალურ ქსელში ადვოკატი ირაკლი ღლონტი გამოეხმაურა:

„ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს ! კაცი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე იდგა დაჩაგრულის მხარეს ! კაცი, რომლის სიტყვა-პასუხი და საქციელი იყო მისი ყველაზე ძლიერი იარაღი !

ჩემი ვახტანგ ჩიქოვანი, ჩემი ოსიკი ბიძია !!!

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ამჯერად მთელი ქალაქის და ქვეყნის გასაგონად, ვამაყობ ბიძაჩემო შენით და წარმოდგენაც კი არ მინდა შენ მკვლელს როგორ გაუძნელდება სიცოცხლე გისოსებს მიღმა, როცა გაიაზრებს ჩადენილს და სიმძიმეს…

შენ სულს და შენ ლამაზ სიცოცხლეს შემოვევლე მე, მარადიული ხსენება შენს სულს ! ახლა გემრიელად ჩაიკრავ შენს ბადრის გულში და მარადიულად იქნებით ერთად ! მიყვარხარ და ვამაყობ შენით !“ — წერს ირაკლი ღლონტი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური"ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს" - ვაკეში მოკლული პენსიონერი ადვოკატ ირაკლი ღლონტის ბიძაა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვაკეში მომხდარი მკვლელობა - "კურიერმა" საქმის დამატებითი დეტალები მოიპოვა, ცნობილია დაკავებულის ვინაობა და დანაშაულის სავარაუდო მიზეზიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები