პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო - ჩიქოვანისგან მიყენებული დაზიანებებით არობელიძე კლინიკაშია მოთავსებული

ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის, თამარ მერლანის განცხადებით, პირებს შორის ნაცნობობა არ ყოფილა, თავად ბრალდებული კი დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული.

ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო - ჩიქოვანისგან მიყენებული დაზიანებებით არობელიძე კლინიკაშია მოთავსებული
ინტერპრესნიუსი

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო. ბრალდებულმა უნდა მითხრას უშუალოდ, რა სახის კომუნიკაცია იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გელა არობელიძის ადვოკატმა თამარ მერლანმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კლინიკაში დღეს მოინახულებს. ადვოკატის თქმით, გელა არობელიძეს დაზიანებები აქვს.

„გადაწყდა, რომ მის ინტერესებს მე დავიცავ. ჩემთვის ამ წუთას მხოლოდ ფაქტებია ცნობილი, რომ გარდაცვლილია ვახტანგ ჩიქოვანი, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩიქოვანისგან მიყენებული დაზიანებებით არობელიძე კლინიკაშია, ამ წუთას ვადგენ, თუ რომელშია. ბუნებრივია, მასთან კომუნიკაცია მინდა. მას შემდეგ, რაც მასალებს ვნახავ და ბრალდებულთანაც მექნება კომუნიკაცია, იმედია, მეტის თქმა შემეძლება.

როგორც იციან, ხელის მტევანი - მყესი აქვს დაზიანებული, არ ვიცი - რით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ნახეთქი ჭრილობაა.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო. ბრალდებულმა უნდა მითხრას უშუალოდ, რა სახის კომუნიკაცია იყო მათ შორის“, - განაცხადა მერლანმა.

გელა არობელიძეს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს, ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. მას ცივი იარაღით, დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 67 წლის გელა არობელიძე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოვაკეში მომხდარი მკვლელობა - "კურიერმა" საქმის დამატებითი დეტალები მოიპოვა, ცნობილია დაკავებულის ვინაობა და დანაშაულის სავარაუდო მიზეზი
  2. რუსთავი 2სამთავრობოყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ - პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს
  3. TV პირველიოპოზიციური"მოკლულმა და დაკავებულმა სისხლიან ანგარიშსწორებამდე რესტორანში ისადილეს" - ვაკეში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის მამაკაცის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
  5. TV პირველიოპოზიციური"დაპირისპირება საპარკინგე სივრცეში არსებულ დაცვის სასადილო ოთახში დაიწყო" - პენსიონერის მკვლელობის ახალი დეტალები
  6. ალიაოპოზიციურივახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულს დაზიანებები აქვს და კლინიკაშია – მედია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ძალიან მაგარი ბიძა მომიკლეს“ — ირაკლი ღლონტი ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობაზე წერსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები