"დაპირისპირება საპარკინგე სივრცეში არსებულ დაცვის სასადილო ოთახში დაიწყო" - პენსიონერის მკვლელობის ახალი დეტალები
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას წინ დაცვის სასადილო ოთახში დაწყებული ჩხუბი უძღოდა. „ტვ პირველის“ ცნობით, დაკავებული გელა არობელიძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა მოტივზე ჯერ არ საუბრობს.

"პირველებმა" ყიფშიძეზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტალები გაარკვია - "ტვ პირველს" კორპუსის დაცვის თანამშრომელი უყვება, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ხელჩართული ჩხუბი და კონფლიქტი საპარკინგე სივრცეში არსებულ დაცვის სასადილო ოთახში დაიწყო.
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ 20 წელია იცნობს დაკავებულ გელა არობელიძეს, რომელიც იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა.
დაცვის წევრის თქმით, მან პოლციას ამის შესახებ უკვე უამბო.
დიღმის სამმართველოში ვიყავი, გამომკითხეს, როგორ იცნობ, ვის იცნობ. როგორ არ ვიცნობ ახლა კაცს, მეზობელია, 20 წელია ვიცნობ. ოთახი გვაქვს სამზარეულო რა, სადაც ვამზადებთ საჭმელს, იქ შესულან და ლაპარაკობდნენ. ამ ლაპარაკ-ლაპარაკს მოჰყვა მერე ეს ყველაფერი. ესენი ერთად არ მინახავს. არც კი მინახავს (მოკლული )ფიზიკურად. ჩემი კოლოეგაც წაიყვანეს და გამოკითხეს, ამბობს, მე რაზე მივაქცევდი ყურადღებას, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ კაცებიო. ყარაული კაცია და ვინ ეკითხებოდა ამას. რომ მოხდა ამბავი, თვითონ გამოვიდა და დარეკა პოლიციაში, ასე მომივიდაო, მოაკითხეს (შსს-ს) თანამშრომლებმა და წაიყვანეს. დაჭრილია თუ არა არვიცი, რაღაცებს იქნევდაო და რას იქნევდა და როგორ იქნევდა მე არ ვიცი". - ამბობს დაცვის თანამშრომელი.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებული გელა არობელიძე დანაშაულს აღიარებს. მან თავად დარეკა პოლიციაში და თავს უთხრა სამართალდამცველებს, რომ კაცი მოკლა. დანაშაულის მოტივზე კაცი ჯერჯერობით არ საუბრობს.
პენსიონერი ვაკეში გუშნ ღამით მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. ვახტანგ ჩიქოვანს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიავაკეში მომხდარი მკვლელობა - "კურიერმა" საქმის დამატებითი დეტალები მოიპოვა, ცნობილია დაკავებულის ვინაობა და დანაშაულის სავარაუდო მიზეზი
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ - პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს
"მოკლულმა და დაკავებულმა სისხლიან ანგარიშსწორებამდე რესტორანში ისადილეს" - ვაკეში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის მამაკაცის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულს დაზიანებები აქვს და კლინიკაშია – მედია
ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო - ჩიქოვანისგან მიყენებული დაზიანებებით არობელიძე კლინიკაშია მოთავსებული
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…