შემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა – გადაუდებელი დახმარების დეპარტა
ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მას ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება, განაცხადა ექიმმა ანა დალაქიშვილმა.

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც დალაქიშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, მოზარდს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.
“შემოყვანილია ორი დაშავებული. კერძოდ, დედა-შვილი, 38 წლის ქალბატონი და 11 წლის ბიჭუნა. ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას აღენიშნება ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა.
რაც შეეხება დედას, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, სტაბილურია. აღენიშნება მხოლოდ ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. დედას ჯერჯერობით ვუტარებთ კვლევებს და მოვათავსებთ სტაციონარში”, – განაცხადა ანა დალაქიშვილმა.
ცნობისთვის, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია. შემთხვევის ადგილზე არიან თბილისის მერი და შინაგან საქმეთა მინისტრი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაშემოყვანილია ორი დაშავებული, დედა-შვილი, ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა - გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე
ინგოროყვას კლინიკა ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულებზე - შემოყვანილია 38 წლის ქალი და მისი 11 წლის შვილი - ბავშვის მდგომარეობა, დედასთან შედარებით, მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…