ვალერი გელბახიანი: “თვითონ "ქოლცენტრის" ხელმძღვანელები ამბობენ: "ელისო კილაძე გვყავდა
ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, ელისო კილაძის წინააღმდეგ საქმეში არ არსებობს არცერთი მოწმე, რომელიც თაღლითობას დაადასტურებს. მისი თქმით, ქოლცენტრის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ კილაძე მათი წევრი არ ყოფილა, თუმცა ჰყავდათ დაქირავებული და თვეში 5500 დოლარს უხდიდნენ ჟურნალისტური მხარდაჭერისთვის და „ქრონიკა პლუსის“ თანამშრომლების ხელფასებისთვის.

“ელისო კილაძეს ბრალი ედება თაღლითობაში, ხომ? თაღლითობა ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა მოატყუო და ამ მოტყუების შედეგად ფული უნდა დაისაკუთრო. ერთი ადამიანი ხომ უნდა იყოს ასეთ საქმეში, ვინც იტყვის, რომ ელისო კილაძემ მოატყუა. ასეთი მოწმე საქმეში არ არის”, – განაცხადა ელისო კილაძის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა, „TV პირველის“ ეთერში.
„მეორე: თვითონ “ქოლცენტრის” ხელმძღვანელები – ყველა დაიკითხა, ერთის გარდა. ისინი ამბობენ: “ელისო კილაძე ჩვენი წევრი არ ყოფილა, ჩვენ არც წილში გვყავდა და არც, ასე ვთქვათ, ჩვენი შემოსავლის ნაწილს დივიდენდის სახით არ ღებულობდა.
ის გვყავდა ჩვენ დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს ამისთვის, თვეში 5500 დოლარს, რომელსაც ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს, “ქრონიკა პლუსში“ ვინც იყო დასაქმებული“, – აღნიშნა გელბახიანმა.
წამყვანის შეკითხვაზე, რისთვის აძლევდნენ ამ ხელფასს, კილაძის ადვოკატმა შემდეგნაირად უპასუხა:
„ჟურნალისტური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერისთვის. კომერციული თვალსაზრისით, ნებისმიერი სუბიექტი, ვინც უნდა იყოს, ის ყოველთვის არის ორიენტირებული იმაზე, რომ შემოსავალი მიიღოს. ამიტომ, თქვენს სფეროში ეს გასაკვირი არ არის, თუ გეყოლება სპონსორი, რომ მხარი დაგიჭიროს“, – აღნიშნა გელბახიანმა.
ციტატები სტატიიდან
„ელისო კილაძეს ბრალი ედება თაღლითობაში, ხომ? თაღლითობა ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა მოატყუო და ამ მოტყუების შედეგად ფული უნდა დაისაკუთრო. ერთი ადამიანი ხომ უნდა იყოს ასეთ საქმეში, ვინც იტყვის, რომ ელისო კილაძემ მოატყუა. ასეთი მოწმე საქმეში არ არის“
„ჟურნალისტური, ასე ვთქვათ, მხარდაჭერისთვის. კომერციული თვალსაზრისით, ნებისმიერი სუბიექტი, ვინც უნდა იყოს, ის ყოველთვის არის ორიენტირებული იმაზე, რომ შემოსავალი მიიღოს. ამიტომ, თქვენს სფეროში ეს გასაკვირი არ არის, თუ გეყოლება სპონსორი, რომ მხარი დაგიჭიროს“
„ელისო კილაძე ჩვენი წევრი არ ყოფილა, ჩვენ არც წილში გვყავდა და არც, ასე ვთქვათ, ჩვენი შემოსავლის ნაწილს დივიდენდის სახით არ ღებულობდა. ის გვყავდა ჩვენ დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს ამისთვის, თვეში 5500 დოლარს, რომელსაც ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.