“ყველა თემაზე იქნება საუბარი” – კობახიძე ზურაბაშვილი/გალუზინის შეხვედრაზე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე თბილისის პოზიცია უცვლელია ტერიტორიების ოკუპაციის გამო, თუმცა სპეციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მალე გაიმართება.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით თბილისის პოზიცია უცვლელია და არ გადაიხედება, — ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამავე დროს, მისი თქმით, ორი ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა აქტიურად გაგრძელდება და პირველი შეხვედრა, სავარაუდოდ, ძალიან მალე გაიმართება.
მედიის კითხვა ეხებოდა გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს შორის დამყარებულ კონტაქტს, ზურაბაშვილის რუსეთში შესაძლო ჩასვლასა და იმას, მიდის თუ არა პროცესი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ბუნებრივი ბარიერი აქვს: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება.
„რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. ამ ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოდ აღიარება, ეგრეთ წოდებული აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება, ეს ერთი“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სპეციალურ წარმომადგენლებს შორის დიალოგს, კობახიძის თქმით, არსებულ ფორმატში მუშაობა გაგრძელდება და ყველა გათვალისწინებული თემა განიხილება.
„ყველა თემაზე იქნება საუბარი… ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული“, — აღნიშნა მან.
ჟურნალისტების კითხვაზე, როდის და სად შედგება პირველი შეხვედრა და გაიმართება თუ არა ის თბილისში, კობახიძემ უპასუხა, რომ ზუსტ დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან:
„ალბათ, ძალიან მალე იქნება, სავარაუდოდ. სად იქნება, როგორ იქნება, ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ ინფორმაციას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთმა კონტაქტი დაამყარა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან. მისი ვიზავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი იქნება. ამის შესახებ „იზვესტიას“ რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში აცნობეს.
„ჩვენ დავამყარეთ კონტაქტი გიორგი ზურაბაშვილთან. განსაზღვრულია მისი რუსი ვიზავიც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ლავროვის უწყებაში დასძინეს, რომ მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ სავაჭრო ბრუნვისა და ტურიზმის ზრდაზე, სატრანსპორტო კავშირების გაფართოებასა და კულტურულ გაცვლებზე.
“ახალი ფორმატი ფაქტობრივად რუსეთ-საქართველოს იმ დიალოგის აღდგენაზე მიანიშნებს, რომელიც 2012 წელს დაიწყო და თითქმის ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა”, — დაამატეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
გიორგი ზურაბაშვილი პარალელურად შეინარჩუნებს პოსტს საგარეო საქმეთა უწყებაში, თუმცა, კობახიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს წარმოადგენს როგორც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი.
ეს თბილისის მხრიდან რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგის და მანდატის ზრდას ნიშნავდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიარუსეთმა თბილისთან მოლაპარაკებებში ზურაბაშვილის ვიზავი შეარჩია
რუსეთმა ,,ოცნების" პრემიერის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მოლაპარაკებები განაახლა
რუსული მხრიდან ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი გალუზინი იქნება - „იზვესტია“
რუსული მედია: რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ
კობახიძის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ მალე ექნება შეხვედრა რუსებთან
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“
გიორგი ზურაბაშვილი კითხვაზე: როდის ჩავა მოსკოვში, მიხაილ გალუზინთან შესახვედრად? - ჯერჯერობით არსად მივდივარ, აქ ვარ - მალე მექნება და ყველაფერს აუცილებლად შეგატყობინებთ
კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…