ირაკლი კობახიძე – გიორგი ზურაბაშვილი მოქმედებს და იმოქმედებს ფორმალური მანდატის შესაბამისად, დიპლომატიურ ურთიერთობებს კი აქვს ბუნებრივი ბარიერი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ბუნებრივი ბარიერი აქვს, ხოლო გიორგი ზურაბაშვილი მხოლოდ ფორმალური მანდატით მოქმედებს.

გიორგი ზურაბაშვილი მოქმედებს ფორმალური მანდატის შესაბამისად და იმოქმედებს მომავალშიც, რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი და ეს ბარიერი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
კობახიძის თქმით, ის არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ამ ფორმალური მანდატის შესაბამისად მოქმედებს და იმოქმედებს მომავალშიც.
„ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არანაირ არაფორმალურ ფორმატში არ მონაწილეობს. ის მონაწილეობს ფორმალურ ფორმატში, რაც არის განსაზღვრული ჩვენი მხრიდან. ის არის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და ამ ფორმალური მანდატის შესაბამისად მოქმედებს და იმოქმედებს მომავალშიც. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების განცხადებებს, ეს არ არის საინტერესო. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, თქვენ იცით, რომ ამას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი და ეს ბარიერი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციასთან. შესაბამისად, ეს საკითხი არ განიხილება ამ ბარიერის გათვალისწინებით. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ვმოქმედებთ ბუნებრივი მოცემულობის შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…