კობახიძის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ მალე ექნება შეხვედრა რუსებთან
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან მალე შეხვედრა ექნება. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით კი, კონტაქტი უკვე დამყარებულია და მოსკოვს მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელი გიორგი ზურაბაშვილი "პირველების" კითხვის საპასუხიდ ამბობს, რომ "მალე ექნება" შეხვედრა რუსულ მხარესთან.
მისი თქმით, ყველა დეტალის შესახებ მედიას მიაწვდის.
რუსული გამოცემა „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან „კონტაქტი უკვე დამყარებულია“.
ირკვევა, რომ მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.
ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არ ჩანაცვლდება და დარჩება ისეთად როგორიც დღეს არის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიარუსეთმა თბილისთან მოლაპარაკებებში ზურაბაშვილის ვიზავი შეარჩია
რუსეთმა ,,ოცნების" პრემიერის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მოლაპარაკებები განაახლა
რუსული მხრიდან ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი გალუზინი იქნება - „იზვესტია“
რუსული მედია: რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…