კობახიძემ რუსეთში სპეციალურ წარმომადგენლად მოქმედი მაღალჩინოსანი დანიშნა
პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა, რაც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.
შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ რამდენიმე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ცნობისთვის, გიორგი ზურაბაშვილი ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კობახიძის თქმით, ის ამ თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს.
“ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად – ბატონი ალეკო წულაძე. აქცენტი კეთდებოდა სექციაზე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა, დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე.
ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები ბატონ გიორგისთან, მისი თხოვნა იყო, რომ მას განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც. ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, ბატონი გიორგი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულაკობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი წარადგინა
- BM.GEრუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ოფიციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
- BM.GEრუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება გიორგი ზურაბაშვილი
- TV პირველიკობახიძემ რუსეთში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
- პირველი არხირუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
- POSTVრუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
- ბათუმელებიკობახიძემ დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად – ბატონი ალეკო წულაძე. აქცენტი კეთდებოდა სექციაზე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა, დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები ბატონ გიორგისთან, მისი თხოვნა იყო, რომ მას განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც. ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, ბატონი გიორგი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.