რუსეთმა თბილისთან მოლაპარაკებებში ზურაბაშვილის ვიზავი შეარჩია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერის ახალ სპეცწარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დაამყარა; მის ვიზავიდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი განისაზღვრა.

რუსეთმა კონტაქტი დაამყარა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან. მისი ვიზავი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი იქნება. ამის შესახებ „იზვესტიას“ რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში აცნობეს.
„ჩვენ დავამყარეთ კონტაქტი გიორგი ზურაბაშვილთან. განსაზღვრულია მისი რუსი ვიზავიც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, — განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ლავროვის უწყებაში დასძინეს, რომ მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ სავაჭრო ბრუნვისა და ტურიზმის ზრდაზე, სატრანსპორტო კავშირების გაფართოებასა და კულტურულ გაცვლებზე.
“ახალი ფორმატი ფაქტობრივად რუსეთ-საქართველოს იმ დიალოგის აღდგენაზე მიანიშნებს, რომელიც 2012 წელს დაიწყო და თითქმის ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა”, — დაამატეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
გიორგი ზურაბაშვილი პარალელურად შეინარჩუნებს პოსტს საგარეო საქმეთა უწყებაში, თუმცა, კობახიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს წარმოადგენს როგორც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი.
ეს თბილისის მხრიდან რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგის და მანდატის ზრდას ნიშნავდა.
ამავე თემაზე გირჩევთ:
ვინ არის ზურაბ აბაშიძის შემცვლელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში
რა დგას რუსეთთან ურთიერთობების ახალი ფორმატის მიღმა?
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიარუსეთმა ,,ოცნების" პრემიერის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მოლაპარაკებები განაახლა
რუსული მხრიდან ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი გალუზინი იქნება - „იზვესტია“
რუსული მედია: რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ
კობახიძის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ მალე ექნება შეხვედრა რუსებთან
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…