პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნება

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა მალე გაიმართება.

კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნება
ფორმულა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, ძალიან მალე იქნება.

კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ორი მხარის წარმომადგენლების პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასაჯაროვდება.

"რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, ამ ურთიერთობების აღდგენას თავისი ბუნებრივი ბარიერი აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოთა ე.წ. აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენს სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის სპეცწარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება. ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული.

[შეხვედრა] ალბათ ძალიან მალე იქნება, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება, სად იქნება როდის იქნება ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ ინფორმაციას", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ,"ოცნების" პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. იგი პარალელურად საგარეო უწყებაში დაკავებულ თანამდებობასაც შეინარჩუნებს, რაც რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგისა და მანდატის ზრდას გულისხმობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
ოპოზიციური 6ნეიტრალური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურირუსეთმა თბილისთან მოლაპარაკებებში ზურაბაშვილის ვიზავი შეარჩია
  2. ფორმულაოპოზიციურირუსეთმა ,,ოცნების" პრემიერის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მოლაპარაკებები განაახლა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირუსული მხრიდან ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი გალუზინი იქნება - „იზვესტია“
  4. TV პირველიოპოზიციურირუსული მედია: რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ
  5. TV პირველიოპოზიციურიკობახიძის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ მალე ექნება შეხვედრა რუსებთან
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“
  7. ნეტგაზეთიოპოზიციური“ყველა თემაზე იქნება საუბარი” – კობახიძე ზურაბაშვილი/გალუზინის შეხვედრაზე
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი ზურაბაშვილი კითხვაზე: როდის ჩავა მოსკოვში, მიხაილ გალუზინთან შესახვედრად? - ჯერჯერობით არსად მივდივარ, აქ ვარ - მალე მექნება და ყველაფერს აუცილებლად შეგატყობინებთ
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები