პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსული მხრიდან ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი გალუზინი იქნება - „იზვესტია“

საგარეო საქმეთა სამინისტროქართული ოცნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი ზურაბაშვილთან რუსული მხრიდან მომლაპარაკებელი მიხაილ გალუზინი იქნება და მათ შორის კონტაქტი უკვე დამყარდა.

რუსული მხრიდან ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი გალუზინი იქნება - „იზვესტია“
რადიო თავისუფლება

მოსკოვს ზურაბაშვილთან მოლაპარაკებებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი წარმოადგენს.

„გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დავამყარეთ. მისი რუსი ვიზავიც განსაზღვრულია - ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიის მიმართულებას კურირებს. რუსეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას“, - განუცხადეს გამოცემას რუსეთის საგარეო უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მომლაპარაკებლები ყურადღებას გაამახვილებენ ვაჭრობის, ტურიზმის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურული გაცვლების გაფართოებაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ გარკვეული მიმართულებებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს - მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყებების წარმომადგენლები აგროპროდუქციის ორმხრივი მიწოდების გამარტივებაზე მუშაობენ.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვებით მიმართა: შედგა თუ არა უკვე კონტაქტი ზურაბაშვილსა და გალუზინს შორის და, თუ საუბარი შედგა, რა საკითხები განიხილეს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

რუსეთის საგარეო უწყება ახალ ფორმატს 2012 წელს დაწყებული დიალოგის გაგრძელებად განიხილავს. მაშინ მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მართავდნენ. მათი შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ზურაბ აბაშიძე დაინიშნა ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

ზურაბაშვილის დანიშვნა

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად 2026 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა. ზურაბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაც შეინარჩუნა.

მისი წარდგენისას კობახიძემ პრიორიტეტებად დაასახელა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგი. ამავე დროს, განაცხადა, რომ ურთიერთობებში ახალი ეტაპი არ იწყება და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ბარიერი უცვლელია.

სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო 2025 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც პოსტი გიორგი ქაჯაიამ დატოვა. ქაჯაიამ ამ თანამდებობაზე 2024 წელს ზურაბ აბაშიძე შეცვალა.

დიპლომატების კრიტიკა

ზურაბაშვილის დანიშვნა და სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება გააკრიტიკა „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ“, რომელიც სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს.

ორგანიზაციის განმარტებით, ამ თანამდებობას აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი არ იკავებდა, წარმომადგენლის მანდატი კი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით შემოიფარგლებოდა. ორგანიზაციის შეფასებით, მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ ფუნქციის დაკისრება შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად ჩაითვალოს.

„დიპლომატთა საზოგადოება“ განსაკუთრებით სახიფათოდ მიიჩნევს მანდატში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხის შეტანას. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს ალტერნატივას უქმნის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას აზიანებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურირუსეთმა თბილისთან მოლაპარაკებებში ზურაბაშვილის ვიზავი შეარჩია
  2. ფორმულაოპოზიციურირუსეთმა ,,ოცნების" პრემიერის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მოლაპარაკებები განაახლა
  3. TV პირველიოპოზიციურირუსული მედია: რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ
  4. TV პირველიოპოზიციურიკობახიძის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ მალე ექნება შეხვედრა რუსებთან
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები