რუსეთმა ,,ოცნების" პრემიერის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მოლაპარაკებები განაახლა
მოსკოვმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ახალ სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დაამყარა, სადაც რუსული მხარის ვიზავი მიხეილ გალუზინი იქნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომელსაც გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს, მოსკოვმა კონტაქტი დაამყარა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ,,ოცნების" პრემიერ-მინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან. უწყების ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში ქართული მხარის ვიზავი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი იქნება.
რუსეთის დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ მომლაპარაკებლების ყურადღება სავაჭრო ბრუნვისა და ტურიზმის ზრდაზე, სატრანსპორტო კავშირების გაფართოებასა და კულტურულ გაცვლებზე გამახვილდება.
მოსკოვის შეფასებით, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად იმ დიალოგის აღდგენაზე მიანიშნებს, რომელიც მხარეებს შორის 2012 წელს დაიწყო და თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ირაკლი კობახიძის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. იგი პარალელურად საგარეო უწყებაში დაკავებულ თანამდებობასაც შეინარჩუნებს, რაც რუსეთთან არაფორმალური დიალოგის რანგისა და მანდატის ზრდას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიარუსეთმა თბილისთან მოლაპარაკებებში ზურაბაშვილის ვიზავი შეარჩია
რუსული მხრიდან ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი გალუზინი იქნება - „იზვესტია“
რუსული მედია: რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ
კობახიძის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ მალე ექნება შეხვედრა რუსებთან
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…