პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი წარადგინა

ქართული ოცნებასაგარეო საქმეთა სამინისტრო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი წარადგინა. კობახიძის განცხადებით, დიპლომატიური კავშირების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, ამ თანამდებობას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი წარადგინა
ფორმულა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა, რომელზეც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი წარადგინა. თანამდებობაზე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, "რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია".

"გვინდა გაცნობოთ, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი. რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. ბატონი გიორგი ზურაბაშვილი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, 2024 წელს კი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის პირველ ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი ცოდნითა და გამოცდილებით საუკეთსოდ შეასრულებს დაკისრებულ ამოცანებს", - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 5
  1. BM.GEოპოზიციურირუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ოფიციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  2. BM.GEოპოზიციურირუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  3. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება გიორგი ზურაბაშვილი
  4. TV პირველიოპოზიციურიკობახიძემ რუსეთში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
  5. პირველი არხისამთავრობორუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  6. ალიაოპოზიციურიკობახიძემ რუსეთში სპეციალურ წარმომადგენლად მოქმედი მაღალჩინოსანი დანიშნა
  7. POSTVსამთავრობორუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  8. ბათუმელებიოპოზიციურიკობახიძემ დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში
  9. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – გიორგი ზურაბაშვილი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას
  10. იმედინიუსისამთავრობორუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„დიპლომატთა საზოგადოება“: რუსეთთან პრემიერის წარმომადგენლის მანდატის გაფართოება სახიფათოაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები