ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში "მემარცხენეებმა" და "ალტერნატივამ გერმანიისთვის" მოაგროვეს ხმების...
ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, ბერლინში ლიდერობენ „მემარცხენეები“, ხოლო მეკლენბურგ-წინა პომერანიაში „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ (AfD) 38 პროცენტზე მეტი მოაგროვა. ალისა ვაიდელმა განაცხადა, რომ ისინი უძლიერესი ძალა არიან, ხოლო მანუელა შვეზიგის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 35 პროცენტი მიიღო და სავარაუდოდ კოალიციით შეინარჩუნებს მთავრობას.

ბერლინში წინასწარი მონაცემებით საუკეთესო შედეგი, თითქმის 25 პროცენტი, აქვს „მემარცხენეებს“ (Die Linke), რომელსაც დიდი დანაკარგით ჩამორჩება გერმანიის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU). მას დედაქალაქში წინა არჩევნებთან შედარებით 9 პროცენტით ნაკლებმა მისცა ხმა.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ასამე ძალაა დედაქალაქში 16-ზე ოდნავ მეტი პროცენტით. ბერლინელების ადრინდელზე მეტი რაოდენობა მიიმხრეს “მწვანეებმა”, მათ 14 პროცენტიანი შედეგი აქვთ.
გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კვირას ჩატარებულ არჩევნებში რეგიონული არჩევნებში მორიგი გამარჯვება იზეიმა.
„ჩვენ ვართ უძლიერესი ძალა და მივაღწიეთ მოსახლეობის ფართო მასებს,“ - განაცხადა AfD-ის გახარებულმა თანათავმჯდომარემ, ალისა ვაიდელმა, მას შემდეგ, რაც მეკლენბურგ-წინა პომერანიის შტატის პირველი შედეგები გახდა ცნობილი.
AfD-მ ბალტიის ზღვის მიმდებარე ამ მხარეში 38-ზე მეტი პროცენტზე მეტი მოაგროვა. მხარის ამჟამინდელი პრემიერმინისტრის მანუელა შვეზიგის მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატიული პარტიამ“ (SPD) დაახლოებით 35 პროცენტი მიიმხრო.
მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ შვეზიგი თანამდებობაზე დარჩება, რადგან მისი SPD-ის სამპარტიული კოალიცია ორ სხვა მემარცხენე პარტიასთან — „მწვანეებთან“ და უკიდურესად მემარცხენე „მემარცხენეებთან“ ერთად უმრავლესობის მთავრობას შექმნის.
კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ ამ რეგიონში სასტიკი მარცხი განიცადა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლებაბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ახალ პარლამენტებს ირჩევენ
- ინტერპრესნიუსიბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
- ინტერპრესნიუსიწინასწარი შედეგები - ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში ბერლინში “მემარცხენე პარტია” ლიდერობს, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში - „ალტერნატივა გერმანიისთვის“
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ვართ უძლიერესი ძალა და მივაღწიეთ მოსახლეობის ფართო მასებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…