პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიას თხოვნით, პატარიძის მითითებით და ფირცხალავას გადაწყვეტილებით, გათვალისწინებული იქნა ჟვანიას თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში მისი და სხვა ბრალდებულების და მსჯავრდებულის განთავსების თაობაზე - პროკურორი​

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურაიუსტიციის სამინისტრო

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას 10-10 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ.

დავით ფეიქრიშვილზე ციხის საკანში ძალადობის საქმეზე ორ ყოფილ მაღალჩინოსანს 10-10 ათასი ლარის გირაო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძისა და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის, რამაზ ფირცხალავას მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

საქმის პროკურორის თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიას (იგივე ვახტანგ ყიფიანის) თხოვნით, გიორგი პატარიძის მითითებითა და რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, გათვალისწინებული იქნა ვახტანგ ჟვანიას თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში მისი და ასევე სხვა ბრალდებულების და მსჯავრდებულის განთავსების თაობაზე.

"სასამართლომ განიხილა დავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე ბრალდებული ორი პირის, ეს გახლავთ გიორგი პატარიძე და რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილი არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ვახტანგ ჟვანიას, იგივე ვახტანგ ყიფიანის თხოვნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმჟამინდელი გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის მითითებით და ნომერ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, გათვალისწინებული იქნა ვახტანგ ჟვანიას თხოვნა დავით ფეიქრიშვილის საკანში მისი და ასევე სხვა ბრალდებულების და მსჯავრდებულის განთავსების თაობაზე. ეს გარემოებები არის დადგენილი და შესაბამისად, კონკრეტულ პირებს ამ ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ წარედგინათ ბრალდება შესაბამისი მუხლებით. გამოძიების ეტაპზე ისინი მოწმის სახით არიან გამოკითხული, ანუ ბრალდების წარდგენამდე მათ აქვთ მოწოდებული გარკვეული ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა პროკურორმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 12ნეიტრალური 6
  1. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ციხეში გაშვებას არ უპირებენ - პროკურატურის პოზიცია ცნობილია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს
  3. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
  4. TV პირველიოპოზიციურიცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
  5. ალიაოპოზიციურიცნობილია, როდის იმსჯელებს სასამართლო ციხეების ექს-შეფის და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორის აღკვეთზე
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - დადგენილია, რომ ვახტანგ ჟვანიამ ფირცხალავას სთხოვა, კონკრეტული პირები განეთავსებინა დავით ფეიქრიშვილის საკანში, ამის შემდეგ ფირცხალავა პატარიძეს უთითებს, რომ დააკმაყოფილოს თხოვნა და მანაც გაითვალისწინა - მიგვაჩნია, რომ გირაო იქნება საკმარისი
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორი - დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2026 წლის 16 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში - მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოკამერების ჩანაწერები
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება
  9. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფი და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი განსასჯელის სკამზე - პატარიძე და ფირცხალავა სასამართლოში მივიდნენ
  10. ფორმულაოპოზიციურიფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძეს და ფირცხალავას 10 000 - 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
  11. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას მიმართ 10 000-10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა
  12. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  13. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
  14. TV პირველიოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000/10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  15. ნეტგაზეთიოპოზიციურიპენიტენციურის მაღალჩინოსნებს ციხეში ძალადობის ფაქტზე განაჩენის დადგომამდე გირაო შეეფარდათ
  16. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ უფროსებს პატიმრის ცემის საქმეზე 10 000 ლარის გირაო...
  17. რუსთავი 2სამთავრობოდავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს, გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  18. იმედინიუსისამთავრობოდავით ფეიქრიშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულებს - გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  19. ალიაოპოზიციურიციხეების ექს-შეფს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს 10 000/10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
  20. TV პირველიოპოზიციურიპატარიძე/ფირცხალავას ადვოკატი ირწმუნება, რომ ფეიქრიშვილს საკანში კონკრეტული პატიმრები ციხის "გადატვირთულობიდან გამომდინარე" შეუსახლეს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე გიორგი პატარიძისა და რამაზ ფირცხალავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სხდომას ორივე ბრალდებული ესწრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები