პენტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორებს ბრალი წარედგინათ
პროკურატურამ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის გამო პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორსა და კიდევ 5 პირს ბრალი წარუდგინა.

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ცემის ფაქტზე, პენტენციური სამსახურის ყოფილ დირექტორს გიორგი პატარიძეს, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს რამაზ ფირხალავს, ასევე უკვე პატიმრობაში მყოფ ვატო ყიფიანს (იგივე ვახტანგ ჟვანიას), შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძეს, დავით კაჭარავასა და ავთანდილ ბილანიშვილს (მეტსახელად კაწროს) ბრალი წარედგინათ.
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ცნობით, საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები – ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (გლდანის ციხე) შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის – რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის – „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც 2026 წლის 20 ოქტომბრამდე გაგრძელდა. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს – გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
13 ნოემბრის მდგომარეობით ბრალდებულები დაკავებულები არ არიან, პროკურატურაში აცხადებე, რომ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაბრალი დაუმძიმდათ ვატო ყიფიანს და „კაწროს“ - ბრალი წარედგინა პენიტენციურის ყოფილ დირექტორსაც
პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმე - გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი წარედგინათ
დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარედგინა
პროკურატურა ადასტურებს, რომ დავით ფეიქრიშვილს ციხის საკანში სცემეს
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი "კაწროს", ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს და კიდევ 4 პირს წარედგინა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ახალი ბრალდება ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავასაც წარუდგინა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს: სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს და ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…