პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალეკო ელისაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ლელოს“ ეკითხებიან, ელისაშვილი რომ ტერორისტია, რატომ არ გაემიჯნებითო - იურისტი არ ვარ, მაგრამ ხომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია

საკონსტიტუციო სასამართლოლელოსაქართველოს პროკურატურათბილისის საქალაქო სასამართლოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ „ლელოს“ აკრძალვის სარჩელი დააფუძნა დაუმტკიცებელ ბრალდებაზე, თითქოს მან ტერაქტი ჩაიდინა, რითაც უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა. იგი ასევე აპროტესტებს ციხეში ოჯახთან კომუნიკაციის შეზღუდვას მაშინ, როცა მოძალადე ჩინოვნიკები გირაოთი გათავისუფლდნენ.

ალეკო ელისაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ლელოს“ ეკითხებიან, ელისაშვილი რომ ტერორისტია, რატომ არ გაემიჯნებითო - იურისტი არ ვარ, მაგრამ ხომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია
ინტერპრესნიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები „ლელოს“ ეკითხებიან, ელისაშვილი რომ ტერორისტია, რატომ არ გაემიჯნებითო. იურისტი არ ვარ, მაგრამ ხომ არსებობს ასეთ რამ, უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს, რომ სანამ სასამართლო საბოლოო, სამივე ინსტანციაში ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ, სარჩელი ააგო იმაზე, რაც ჯერ დადასტურებული არ არის.

„ორი გაუგებარი ამბავი ხდება ჩემ თავს. პირველი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის ახლა განხილვა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და ერთ - ერთი, რაზეც დღეს მიდიოდა განხილვა, არის ის, რომ პარტია „ლელო“ უნდა აიკრძალოს იმის გამო, რომ მე ვარ ტერორისტი, ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერაქტი და ამიტომ „ლელო“ უნდა აიკრძალოს, „ლელოს“ წევრი არ ვყოფილვარ არასდროს და არც ვარ, მაგრამ რადგან სიაში ვარ ამიტომ უნდა აიკრძალოს. ჩემთვის გამაოგნებელი ამბავი არის ის, რომ მოსარჩელე არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და როგორც დასრულებულ ფაქტს ისე აცხადებს, რომ მე ვარ ტერორისტი და ჩავიდინე ტერაქტი და სარჩელშიც ეს წერია, რომ რადგან ტერორისტი ვარ ამიტომ უნდა აიკრძალოს პარტია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც, „ლელოს“ ეკითხებიან, რომ ელისაშვილი რომ ტერორისტია, რატომ არ გაემიჯნეთო. იურისტი არ ვარ, მაგრამ ხომ არსებობს ასეთ რამ, უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს, რომ სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, სამივე ინსტანცია, ეროვნულ დონეზე, ადამიანი არის უდანაშაულო.

სარჩელი როგორ ააგო მმართველმა პარტიამ იმაზე, რაც ჯერ არ არის დადასტურებული.

ახლა ხომ იმის განხილვა მიდის, მე ვარ ტერორისტი თუ არა, პირველმა ინსტანციამ თქვა, რომ ტერორისტი ვარ, მე და ჩემი ადვოკატები არ ვეთანხმებით, რომ ტერაქტი ჩავიდინე და იმიტომ ვასაჩივრებ. თქვენ რომ ის გადაწყვეტილება მიიღოთ, რასაც მე ველოდები და დააბრუნონ ეს საქმე საქალაქო სასამართლოში, მერე რა უნდა ქნას საკონსტიტუციო სასამართლომ? ასე ჩალით როგორ არის ქვეყანა დახურული?“- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა სააპელაციო სასამართლოში იმაზეც ისაუბრა, რომ მას პაემნების და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის უფლება არ აქვს და იკითხა, თუ რის საფუძველზე აქვს მას ეს აკრძალვა, მაშინ როდესაც პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა პენიტენციური დაწესებულების დირექტორი და ციხის დირექტორი.

„ერთი წელი ვარ მკაცრი რეჟიმის ციხეში გამომწყვდეული და აკრძალული მაქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, ჩემი ოჯახის წევრებს ვხედავ აქ, დედაჩემი და მამაჩემი ერთი წელია არ მინახავს, არ მარეკვინებენ, წერილებს ვერ ვგზავნი, პაემნებიც აკრძალული მაქვს. რატომ? იმიტომ, რომ პროკურატურაში ჩათვალეს, რომ მე შეიძლება მოწმეებზე მოვახდინო ზეწოლა. სადაც არც ერთი მოწმე არ არის საქმეში და მოწმე არის მხოლოდ ოთხფეხა ძაღლი და რა მოყვა ამ ამბავს?

შაბათს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პენიტენციური დეპარტამენტის თავმჯდომარეს და გლდანის ციხის დირექტორს, რომლებსაც სასამართლომ გირაო შეუფარდა. რა საქმეზე? ამ ადამიანებმა გამაოგნებელი დანაშაული ჩაიდინეს. დაგეგმეს და განახორციელეს ისეთი რამ, რაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სააკაშვილის დროს არ მომხდარა, ჩაიდინეს წინასწარ დაგეგმილი გამაოგნებელი სისტემური დანაშაული, როდესაც კრიმინალების ჯგუფი შეიყვანეს ადამიანთან და ოთხი დღე აცემინეს და აწამებინეს საკანში. პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი და გლდანის ციხის დირექტორი ერთი თვე უარყოფდნენ ამ ფაქტს. პროკურატურა ბოლოს იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ეს ფაქტი მოხდა, ოღონდ ვატო ყიფიანმა დაურეკა პენიტენციურის დირექტორს, რომ შემიყვანე იმ საკანში და მანაც შეიყვანაო.

რა გამოდის, რომ გლდანის ციხე უპატრონო მიტოვებული შენობაა, სადაც შეაღებ და შეხვალ? სინამდვილეში ამ საქმეში ორი ადამიანის ბრალი კი არა, ათეულობით ადამიანია ჩართული. ვიდეო მონიტორინგი მიდის, როგორ შეიძლება 4 დღე უყურებდე ვიდეო კამერაში აწამებდნენ ადამიანს და რეაქცია არ გქონდეს, თუ გამორთული იყო კამერა, რატომ იყო გამორთული, სამედიცინო პერსონალმა რატომ არ მიაქცია ყურადღება. რატომ ვამბობ ახლა ამას, ამ საქმეში არის ათეულობით საქმე და უამრავი მტკიცებულება, რომლის განადგურება, ამ მოწმეებზე ზეწოლა ძალიან მარტივია.

სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ასეთი ხალხი და პროკურატურა ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, რომ იქ შეიძლება მოწმეებზე ზეწოლა მოხდეს და პრობლემას ხედავენ ჩემში, რომ მე ციხეში ვარ გამომწყვდეული, მკაცრი რეჟიმის ციხეში, სამი ვიდეო კამერა მაქვს დაყენებული და ყველანაირ კომუნიკაციას მიკრძალავენ ამ მარაზმატიკული ბრალით, რომ ციხიდან შეიძლება ძაღლს დავურეკო და ზეწოლა მოვახდინო.

ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ მაგ კაცის მიმართ თუ პასუხისმგებლობა გამიჩნდებოდა არ მეგონა. მას შემდეგ, რაც ბერამ სუს-ს დაავალა ფეიქრიშვილების ციხეში წამება, დაავალა გეკა გელაძეს, რომელსაც ჩემდა გასაოცრად აღმოაჩნდა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და პრინციპულობა და უარი თქვა ასეთ მავნებლობაზე და ამიტომ გააგდეს სამსახურიდან, მინდა აქედან შევუთვალო მადლობა გეკა გელაძეს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები