პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კახიანი – სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდული არის მათი პოზიციონირება

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

გიორგი კახიანის განცხადებით, სააკაშვილსაც კი არ მოსწონს მისი პარტიის წარმომადგენლების პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც, მისი თქმით, მართლაც აბსურდულია.

გიორგი კახიანი – სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდული არის მათი პოზიციონირება
პირველი არხი

მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ თვალსაზრისით, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, წადით სახლში“.

„უარყოფენ ყველაფერს. უარყოფენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს რაღაც კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ძალადობის რაღაც კონკრეტული ფაქტები შეიძლება იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა მასიური ხასიათი, კონკრეტულ გამოვლინებებს ჰქონდა ადგილიო, ამასთან ჩვენ რა კავშირში ვართო. იმდენად აბსურდული პოზიციები აქვთ, რომ ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაც ამასთან დაკავშირებით. ერთია, რომ ჩვენ აბსურდულს ვეძახით მათ პოზიციებს და ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც დაინახა ეს და მასაც კი არ მოსწონს მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ თვალსაზრისით ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება. მძიმე მდგომარეობაში არიან, უბრალოდ სხვა პოზიციონირებას ისინი ვერც შეძლებენ, მათ ვერ ექნებათ არგუმენტები ჩვენი იმ მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომლებიც სარჩელშია მოყვანილი. ამიტომ, როდესაც ცდილობ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ასეთ დროს აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კახიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი კახიანი: ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში
  2. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში - გიორგი კახიანი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხეებზე: როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები