პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე890 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეგიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხეებზე: როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე890 ჩანაწერი · 13 მედია

გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხეებზე: როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე ოპოზიციას მტკიცებულებების საპირისპირო არგუმენტები არ აქვს და ფაქტებთან დაპირისპირებით აბსურდულ მდგომარეობაში ვარდება.

გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხეებზე: როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გრძელდება. პროცესი დღესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ამ წუთებში მოსამართლეების შეკითხვებს კოალიცია "ცვლილებების" წარმომადგენლები პასუხობენ. მანამდე კი პლენუმი "ნაციონალურ მოძრაობას" უსმენდა.

ემიჯნება თუ არა პარტია აქციებზე ძალადობრივ მოვლენებს - საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ამტკიცებენ, რომ ძალადობას ადგილი არცერთ აქციაზე არ ქონია. ასევე, ეჭვქვეშ აყენებენ 20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის განაჩენს. საქმეზე ევრო სასამართლომ განაცხადა, რომ განხორციელდა სამართალდამცველებზე თავდასხმები იმ დროს, როდესაც ისინი კანონიერად იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოპასუხე მხარესთან შეკითხვები ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების არ აღიარებას, ადამიანის უფლებათა დარღვევებს და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს ეხება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, მოპასუხე მხარე მძიმე მდგომარეობაშია და ცდილობს უარყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ან ძალადობის ფაქტების მასშტაბურობა შეამციროს.

გიორგი კახიანის თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია არგუმენტები სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებების წინააღმდეგ, ფაქტებთან დაპირისპირება კი მათ საზოგადოების წინაშე აბსურდულ მდგომარეობაში აყენებს.

"უარყოფენ ყველაფერს, უარყოფენ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს, რაღაც კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ აი, ძალადობის რაღაც კონკრეტული ფაქტები შეიძლება იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, მასიური ხასიათი. რაღაც კონკრეტულ გამოვლინებებს ჰქონდა ადგილიო და ახლა ამასთან, ჩვენ რა კავშირში ვართო.

მძიმე მდგომარეობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ უბრალოდ სხვა პოზიციონირებას ისინი ვერ შეძლებენ. მათ ვერ ექნებათ არგუმენტები ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომელიც სარჩელში არის მოყვანილი. ამიტომ როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ასეთ დროს ბუნებრივია აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყოველი მათი განმარტება ადასტურებს ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, მათი განცხადებები მათივე პოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს - გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები