გათავისუფლების შემდეგ საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიდან ვიდეო მიმართვა გაავრცელა: დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი დადებითი შეტყობინება მომდის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ
აბუ-დაბის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ საბა ლაზიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდაჭერისთვის მადლობა გადაიხადა და განაცხადა, რომ შეხვედრისთვის ემზადება.

გათავისუფლების შემდეგ საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიდან ვიდეო მიმართვა გაავრცელა. გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრისთვის აქტიურად ემზადება.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრი დადებითი შეტყობინება მომდის, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ძალიან მიხარია, ამდენ სიყვარულს რომ ვგრძნობ თქვენგან. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არაფერი განსაკუთრებული არ მჭირს, მხოლოდ პატარა ნაკაწრებია. ახლო მომავალში ჩავწერთ სრულ ინტერვიუს, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლაზიშვილმა.
დღეს საღამოს, 20:00 საათზე, აბუ დაბის „ეტიჰად არენაზე“ რაფის ტურნირი გაიმართება, სადაც ხალიჩაზე ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი გავა. ორგანიზაციამ ახალგაზრდა სპორტსმენის ქარდზე ჩანიშვნა ოფიციალურად მას მერე დაადასტურა, რაც უმარ ნურმაგომედოვი აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო შეჯიბრებიდან ჩახსნა.
ლაზიშვილის მეტოქე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი, ამერიკელი იურაია ფეიბერი იქნება.mდღესვე რაფის ტურნირში კიდევ 2 UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძეც იჭიდავებენ.
საბა ლაზიშვილმა და მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბის საპატიმრო გუშინ, ჯარიმის გადახის შემდეგ დატოვეს, პროცესში აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…