დავით მათიკაშვილი „ვეტინგზე“: ამ ანტიკონსტიტუციურობაზე დათანხმება ნებისმიერი პოლიტიკური თუ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, მცდელობას, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დაინგრეს უცხოელი აქტორების ხელით
დავით მათიკაშვილი მოსამართლეთა „ვეტინგზე“ დათანხმებას ანტიკონსტიტუციურ ქმედებად და უცხოელების ხელით ქვეყნის სუვერენიტეტის დანგრევის მცდელობად აფასებს.

აქტორებმა სუვერენულ სახელმწიფოში შეარჩიონ, დანიშნონ მოსამართლეები, შეაფასონ და გადააფასონ ისინი - ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს. ამიტომ ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან კონკრეტულ პირებს სხვა მეტი არა დარჩენიათ რა, რომ პირდაპირ აღიარონ „ვეტინგის“ ანტიკონსტიტუციურობა, - განაცხადა „ვეტინგის“ შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა პოზიციის შეფასებისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
დავით მათიკაშვილი „ვეტინგზე“ დათანხმებას ანტიკონსტიტუციურ ქმედებად აფასებს.
„ამ ანტიკონსტიტუციურობაზე დათანხმება ნებისმიერი პოლიტიკური თუ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, მცდელობას, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დაინგრეს უცხოელი აქტორების ხელით”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი გურამ იმნაძე ადასტურებს, რომ მოსამართლეთა ე.წ. ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რასაც ის ამართლებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…